“ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რაც ძირს უთხრის საქართველოს EU-ის კანდიდატურას,” – ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი X-ზე წერს.
პაუერი ამ სიტყვებით თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის პოსტს პასუხობს.
”საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები ატარებენ საქართველოსა და EU-ის დროშებს, რაც გამოხატავს მათ იმედებს ევროპასთან ინტეგრირებულ აყვავებულ და დემოკრატიულ მომავალზე. ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რაც ძირს უთხრის საქართველოს EU-ის კანდიდატურას,” – წერს პაუერი.