კრემლი ხედავს საქართველოს ხელისუფლების სურვილს აღკვეთოს მათ საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები – აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსულ კანონთან დაკავშირებით.
„ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ საქართველოს ხელმძღვანელობის ძლიერ სურვილს, დააზღვიონ თავიანთი ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან, ფაქტობრივად, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა. გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მუქარაც, თუ ისინი მიიღებენ ამა თუ იმ კანონს, აბა, რა არის ეს, თუ არა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა. – თქვა პესკოვმა.