ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები რუსთაველზე, აქციაზე მივიდნენ. მათ შორის, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი. ისინი სიტყვით გამოვლენ და ანტირუსული აქციის მონაწილეებსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
შეგახსენებთ, ფინეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ჩეხეთის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები მეორე დღეა თბილისში იმყოფებიან.