“ამ ეტაპზე მის [ივანიშვილის] მიმართ სანქციები არ არის… ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორადაა ინფორმირებული, სამწუხაროა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში, ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრობს.
“სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით სურვილი ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის და პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე-ფაქტო სანქცირებული. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. და მიზეზი რომ ეს არის, ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე უარის თქმის, ნიშნავს, პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის ვალდებულებაზე წინ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობები და საუბრები მხოლოდ ერთი მიმართულებითაა”, – ამბობს ო’ბრაიენი.