მიხეილ სააკაშვილი თავის წიგნში”ძალის გამოღვიძება”გახმაურებულ მკვლელობებზე პირველად ალაპარაკდა.”საქართველოში იყო შემთხვევები როდესაც პოლიციელები საკუთარ უფლებამოსილებას ამეტებდნენ.ჩვენი საზოგადოება მათ ამაში მხარსაც კი უჭერდა,ამბობდნენ “ძალიანაც კარგი,მაგათ ესე მოუხდებათ.სამი ოთხი წლის მერე როდესაც ყველაფერი რიგზე იყო,ჩვენ ის შემთხვევები გაგვახსენეს,გვადანაშაულებდნენ იმაში რომ თვალს ვხუჭავდით ასეთ დანაშაულებებზე.ერთი ასეთი დაღუპულთაგან,გვარად გირგვლიანი (ის მართლა უდანაშაულო მსხვერპლი იყო),წამებულის ხატი შექმნეს.ოლიგარქიულმა პრესამ დაავიწყა ხალხს რომ ბევრი მსხვერპლი არ იყო ანგელოზი.
რეციდივსტ ვაზაგაშვილის სახელს მკვლელობები და ყაჩაღობები უკავშირდებოდა.სატელეფონო მოსმენებით პოლიციამ შეიტყო რომ შავი სამყაროს ავტორიტეტ ვინმე ქობულოვთან ერთად საქმეზე აპირებდა წასვლას.თბილისის ცენტრში ისინი სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია,ატყდა ორმხრივი სროლა,სპეცრაზმელები ამტკიცებდნენ რომ მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს,დღევანდელი ხელისუფლება ამტკიცებს რომ პოლიციამ პირველმა დაიწყო სროლა და კრიმინალებს დანებების საშუალება არ მისცა.ისინი ორივე მოკლეს.ხელისუფლების შეცვლისთანავე თბილისის ცენტრში მათ ძეგლი დაუდგეს.
იყო შემთხვევა როდესაც პოლიციამ გააჩერა შეიარაღებული ბიჭების ჯგუფი.პოლიციამ არც თუ ისე პროფესიულად იმუშავა.პოლიციელმა ხელი რომელშიც დატენილი იარაღი ეჭირა,ერთ ერთ ახალგაზრდას მხარში ჩაატყა.შედეგად გავარდა ბრმა ტყვია.რომელმაც მეორე ახალგაზრდა იმსხვერპლა.სამართალდამცავები შემდეგაც არაპროფესიონალურად მოიქცნენ,ვინაიდან ყველაფერი ცუდად გააფორმეს,შეეცადნენ ახლადშექმნილი პოლიციის ღირსება არ შელახულიყო.საქმე შეელამაზებინათ.პოლიციელები ძალიან გამოუცდელები იყვნენ,რამდენიმე წლის შემდეგ ბუტა რობაქიძის სახელი ისევ ამოტივტივდა-ასე ერქვა იმ ახალგაზრდა ბიჭს რომელიც იქ დაიღუპა.ისიც წამებულის ხატად იქცა.მის სახელს იყენებდნენ პოლიციის მხრიდან უკანონო აგრესიის მხილებისთვის.ამ საქმესთან მიმართებაში ოპოზიციამ ეფექტურად გამოიყენა ძველი ჩეკისტური მეთოდი,როდესაც კერძო შემთხვევებს სისტემურ დანაშაულად ასაღებდნენ.ასეთ შემთხვევებზე არ შეიძლება თვალის დახუჭვა,გამოძიებამ ყველაფერი გულდასმით უნდა შეამოწმოს ,ბოლომდე გაარკვიოს წლების შემდეგ,შეუძლებელი იქნება რაიმეს დამტკიცება,-წერს მიხეილ სააკაშვილი.
წყარო : cnews.ge