“ანტიკორუფციული მოძრაობა” საქართველოს მთავრობისგან ელექტროენერგიის შეყიდვის ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვს. მოძრაბის წევრები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის შეძენა სხვა ქვეყნებისგან კორუფციული გზით ხდება და ამ სქემის უკან, სავარაუდოდ, უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე დგანან.
„ამ ხელშეკრულ;ების გასაჯაროება რა თქმა უნდა, მათ ინტერესში არ შედის იმიტომ, რიმ ამ ხელშეკრულებების გასაჯაროებით ნათელი გახდება ის კორუფციული სქემა, რომლითაც ხდება ელექტროენერგიის შეძენა”, – ამბობს “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი.
“ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” 1 კვირის წინ ხელშეკრულებების გასაჯაროების მოთხოვნით კომპანია “სემეკსაც” მიმართა, თუმცა კომისიის ხელმძღვანელისგან, დავით ნარმანიასგან უარი მიიღო.
„ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას არსებობენ შუამავალი კომპანიები, რომლებიც ასრულებენ მხოლოდ ერთ როლს – ეს არის უჩა მამაცაშვილისთვის დამატებითი თანხების აკულუმირება, რაც თავისთავად აძვირებს თვითღირებულებას ელექტროენერგიის.
დავით ნარმანიამ არჩევანი გააკეთა და განაცხადა, რომ ის არის უჩა მამაცაშვილის კორუფციული სქემების მფარველი და ფაქტიურად მისი თანამზრახველი და ოფიციალურად ჩვენ წერილობით მოგვწერა, რომ ეს ხელშეკრულებები თურმე არის საიდუმლო და ამას ვერ გაასაჯაროვებდა”, – ამბობს ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე.
წყარო : newposts.ge