არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკოს” ხელმძღვანელი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში ჭადრების ბაღში ჭადრის ტოტების ჭრის შესახებ წერს:
”დღეს შემთხვევით გადავაწყდი ოზურგეთის ჭადრების ბაღში, ჭადრების ტოტების ჭრას ხეთა ზედა ნაწილში.
როცა იქვე მდგომ ორმეტრიან მამაკაცს( აშკარად ზედამხედველი იყო) – ვკითხე რა ნებართვები ჰქონდათ ამ საქმიანობისთვის.
ცივად გამომისტუმრა ყველაფერი გვაქვს, არ ინერვიულოთო.
მოკლედ ამ ულამაზესს ხეებს ჯერ ტომპოყო ხომ შეუყენეთ, მერე გადათხარეთ ბაღი და ფესვები დაუზიანეთ, ახლა კენწეროებს აჭრით. ახლის კეთება ისე უნდა ხდებოდეს, არ დაზიანდეს მწვანე საფარი.
სათოფეზე არ მიკარებთ და აქედან გეკითხებით:
1.სარგებლობთ თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N 34, 2018 წ. 2 მაისის დადგენილებით, მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის მიხედვით?
2. სანიტარულ ჭრას რომ აწარმოებთ რა კატეგორიის ხეებად აღრიცხეთ ეს ჭადრები: ხმელი, ხმობადი, ტოტებხმელი თუ…
აუცილებლად გამოვითხოვ ამ საქმიანობის ნებართვებს. ბაღში ერთი ხე უკვე მოიჭრა.” – წერს გორდელაძე.