„ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ – ან გადავათ და ცივილურ ქვეყნებს შორის დავიკავებთ ადგილს და ეს იქნება ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი, ან წავალთ ისევ უკან,“ – ეს განცხადება თბილისის მე-ე და მე-4 მოწვევის საკრებულოს წევრმა, გულიკო ზუმბაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც გულიკო ზუმბაძე ამბობს, საზოგადოების გაერთიანება, მათ შორის პოლიტიკური პარტიების შესაძლებელია ერთი საკითხის ირგვლივ, რომელიც დასავლურ მომავალს ეხება.
”9 ვალდებულება რომ განგვისაზღვრეს, მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემოტანას ევროკავშირთან დაკავშირებით და ჩვენი ამოცანაა, რომ ევროკავშირის ღირებულებები საზოგადოებამ სწორად გაიგოს. სწორედ ეს თემაა გამაერთიანებელი საკითხი არა მარტო პროდასავლურ პარტიებს, არამედ პროდასავლური ორიენტაციის მქონე, არა რუსული ორბიტაზე მსურველი ადამიანების გაერთიანების საშუალებას. როდესაც ორი ვადის მერე, ხელისუფლება მესამე ვადით რჩება, როგორც არ უნდა კარგი ხელისუფლება იყოს, ცვლილება მნიშვნელოვანია და თქვენ წარმოიდგინეთ მეოთხე ვადით თუ დარჩება ხელისუფლება, თუკი მოვადუნეთ ყურადღება და ამომრჩებელი არ მივიდა, მაშინ უკვე რა რეჟიმთან გვექნება საქმე, ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება, საით წავა ხელისუფლება. თუ ამ ხელისუფლებას მივცემთ საშუალებას, რომ დარჩეს მეოთხე ვადით, მაშინ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, საზოგადოებამ ამომრჩეველმა კარგად უნდა გაიგოს,“ – ამბობს ზუმბაძე.