უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას მხარს მსოფლიო ლიდერების უმრავლესობა უჭერს.
„ვესაუბრე ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდა მოდის. მე მას ინფორმაცია მივაწოდე იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს უკრაინა რუსეთის აგრესიას. ახლა 100 000-ზე მეტი დამპყრობელი იმყოფება ჩვენს მიწაზე. ისინი ისვრიან საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. ინდოეთს მოვუწოდე აღმოგვიჩინოს პოლიტიკური მხარდაჭერა გაერო-ს უშიშროების საბჭოში. შევაჩეროთ აგრესორი ერთად!“- წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მხარდაჭერის ზარებს იღებს. „ ველაპარაკე შვეიცარიის პრეზიდენტსა და საბერნეთის პრემიერ-მინისტრს. გმადლობთ იმ გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომლებიც უკრაინისთვის კონკრეტული დამხარების აღმოჩენას გულისხმობს“, -წერს ის.