კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, “ქართულ ოცნებაში” მონასტერი აირიოს და ხელისუფლება იძულებული გახდეს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს”.
როგორც ხმალაძემ განაცხადა, ყველაზე ოპტიმალური კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება, რომ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს ჩატარდეს. “ჯერჯერობით ეს ნიშნები უმნიშვნელოა, მაგრამ თუ ივანიშვილი მართლაც წავიდა პოლიტიკიდან, ეს ნიშნები გამოჩნდება – შიდა დაპირისპირებები შეიძლება გაღვივდეს და მაშინ იძულებულები იქნებიან დანიშნონ.
საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები საჭიროა, მეორე ნაწილი ამბობს, რომ არ არის საჭირო. თუ დაპირისპირება გაგრძელდა და დათმობა არ იქნა, შესაძლოა, მივიღოთ გაცილებით მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ვიდრე ახლა გვაქვს. დათმობა რაში შეიძლება – 4 – წლიანია პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, შეიძლება შეთანხმება, რომ 2 წლამდე შევამციროთ და 2022-მდე მოვამზადოთ. ადრე რომ ყოფილიყო ეს შეთანხმება, მაშინ შესაძლებელი იყო 2021 წელზე საუბარი. მგონია, რომ ეს იქნება ოპტიმალური გამოსავალი. დათმობა ოპოზიციის მხრიდან ის იქნება, რომ ახლავე არ ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს და ხელისუფლების მხრიდან ის იქნება, რომ დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს”,- განაცხადა ხმალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში”.