საქართველოს სტრატეგიული პატნიორები ოლიგარქის ხელისუფლებას მოსალოდნელ სანქციებზე აფრთხილებენ. ოფიციალური ვაშინგტონის ხისტი გზავნილი, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ თბილისში გაახმოვანა, სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მოკავშირეებზე თავდასხმის კიდევ ერთი საფუძველი გახდა.
ივანიშვილის პოლიტიკური კლანი თავადაც არ მალავს, რომ კონკრეტული პირები დასანქცირების რეალური საფრთხის პირიპირ აღმოჩნდნენ, თუმცა საჯაროდ ცდილობენ იმის დემონსტრირებას, რომ საერთაშორისო შეზღუდვები მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მმართველი უმრავლესობის ნაწილისთვის კი გაუგებარია, რატომ შეიძლება აღმოჩნდნენ ე.წ. შავ სიაში.
თბილისში მყოფმა ჯიმ ო ბრაიანმა კი ზედმიწევნით გასაგებად განმარტა – იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული ნაქციები ძალაში შევიდა, ის რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებსა და მათი ოჯახის წევრებზე, ასევე იმ ძალოვანებზე გავრცელდება, რომლებიც ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე.