უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი მოხალისე, ვანო ნადირაძე აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით დაიღუპა.
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რუსეთმა ხარკოვის ოლქისა და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ინტენსიური შეტევები განაახლა. ვითარება ამ მიმართულებით დაძაბული რჩება. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გადადის საზღვრის ამ მონაკვეთისკენ რუსული ჯავშანტექნიკა და ლოგისტიკურ-სამედიცინო საშუალებები რკინიგზის მეშვეობით. ტექნიკას ახალი საიდენტიფიკაციო ნიშანი აქვს მიხატული.