მთავარი არხის რეგიონული კორესპონდენტი და ადგილობრივი გაზეთის “გურიის მოამბის” რედაქტორი ვლადიმერ მენაბდე სოციალურ ქსელში ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
მენაბდე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში კონტრ-სნაიპერული შაშხანით ფოტო დადო, ის გამოკითხვაზე დაიბარეს. უწყება მას დღეს ჩაბარდა.
უწყებიდან ირკვევა, რომ ის ხვალ 2 საათზეა დაბარებული გამოკითხვაზე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.
მთლად საჩემო!!! ამერიკული – კონტრსნაიპერული შაშხანა
ისვრის 18 სხვადასხვა დანიშნულების ტყვიის სახეობას! გამოიყენება სნაიპერების, ცოცხალი ძალისა და ჯავშანმანქანების წინააღმდეგ
მტერს ანადგურებს სამ კილომეტრზე მეტ მანძილზე
მოკლედ ჩემი სახლიდან მერიის, პოლიციის, სუსისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებს უპრობლემოდ “მოვიკითხაv”ვხუმრობ თავისთავად,” – წერდა ვლადიმერ მენაბდე გუშინდელ სტატუსში.
როგორც მენაბდე ყვება, ფოტო გუშინ დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთის ცენტრში გადაიღო, სადაც სამხედრო ტექნიკის საჯარო გამოფენა იყო. მენაბდე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას ითხოვს.
26 მაისის ღონისძიების დროს ქალაქ ოზურგეთში გამოფენილი იყო ქართული შეიარაღებული ძალების მიერ მათ მფლობელობაში არსებული სამხედრო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღები ჩეხური წარმოების თვითმავალ არტილერიის მანქანებში დიდგორსა და კობრაშიც შევედი, დავათვალიერე ასევე, გულდასმით გავეცანი ცეცხლსასროლ იარაღებს მათ შორის ამ ანტისნაიპერულ თუ კონტრსნაიპერულ შაშხანას-ოფიცრები და ჯარისკაცები ფოტოს ჩემი თხოვნით ჩემივე ტელეფონით ყველა ლოკაციაზე მიღებდნენ-ერთერთი დავდე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და ხუმრობით ტექსტიც დავურთე.. დღეს კი უწყება მომივიდა აღძრულია სისხლის სამართლის საქმეო და გთხოვთ გამოცხადდით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გულუას ქუჩაზე,” – ამბობს მენაბდე.