“ქვეყანას ეყოლება ამ ოთხ თვე-ნახევრის განმავლობაში დასანქცირებული ხელისუფლება, ჩვეულებრივი კეთროვანები იქნებიან, ხელი რომ არ ჩამოერთმევათ ისეთი, არც ევროპულ კავშირში და არც აშშ-ში,” – ამ განცხადებას ბუკა პეტრიაშვილი აკეთებს.
“რეაქციაში” პეტრიაშვილი ამბობს, რომ ედუარდ შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა აშშ-ში განწყობა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა გადახედილი ყოფილიყო.
პეტრიაშვილის თქმით, ერთობლივი პროექტების რაოდენობა შემცირდება.
”ივანიშვილის რეჟიმის წევრების დარდი კი არ მაქვს, ქვეყანას ეყოლება ამ ოთხ თვე-ნახევრის განმავლობაში დასანქცირებული ხელისუფლება, ჩვეულებრივი კეთროვანები იქნებიან, ხელი რომ არ ჩამოერთმევათ ისეთი, არც ევროპულ კავშირში და არც აშშ-ში, ვიღაც თმების შესაჭრელად წავა თუ არა, იქნება თუ არა მილანში, ამაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომ აეკრძალოთ კონკრეტულად მათ ქვეყანაში, ასეთი მწკრივი დიდი იქნება.
აშშ, რასაც განიხილავს – ურთიერთობების გადახედვა, ეს არის უბედურება,” – ამბობს პეტრიაშვილი.