„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას პარტიის რეალური ლიდერი მოუწოდებს, რომ ციხეში წავიდეს.
„ეს ადამიანიც მიდის ვაბანკზე, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი საკითხები კარგად იცის, ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის, მოდი დამიჭირეთო და ამას აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური მუხტი აწიოს და გამოვიდეს „გმირად“. ხტება ორმოში, რომ მერე სხვას დააბრალოს ორმოში ჩახტომა“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ნიკა მელია მიდის ვაბანკზე, ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის, მოდი დამიჭირეთო და ამას აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური მუხტი აწიოს და გამოვიდეს „გმირად“
როდესაც ნებისმიერი ბრალდებული მსოფლიოში არ იხდის გირაოს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. რაც აქვს დაკისრებული, გადასახდელი აქვს. დავანებოთ ნიკა მელიას ერთი წამით თავი – სამართლებრივად, ნებისმიერ სხვა ადამიანს, გამონაკლისის გარდა, თუ გირაოს არ გადაიხდის, უმძიმებენ აღკვეთის ღონისძიებას. სხვანაირად მოქცევა პროკურატურას არ შეუძლია. თუ პოლიტიკური ქცევა უნდა დააბრალო პროკურატურას, ეს უნდა გააკეთო ერთადერთ შემთხვევაში – თუ სხვანაირად მოიქცევა – ანუ ისე თუ იქცევა, როგორც კანონში წერია და როგორც სხვა, ყველა ბრალდებულს ექცევა, მას პოლიტიკურ ქცევას ვერ დააბრალებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.