„მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველა აქციაზე ვიყო, თითოეული ადამიანის მწუხარება და გასაჭირი ეს არის იგივე ჩემი გასაჭირი”, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მისვლის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
მაჩალიკაშვილის თქმით, კომენდანტის საათი და მასთან ერთად ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას.
“ეს ხელისუფლება ისე აუბედურებს და ჩაგრავს მთელს ქვეყანას. კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს, ხალხს უნდა მიეცეს საშუალება გამოვიდეს და თავიანთი საქმე აკეთოს, ბიზნესი იქნება თუ სხვა რამე. ვითხოვ ყველა შეზღუდვის მოხსნას კომენდანტის საათთან ერთად. რა თქმა უნდა, თუ შეზღუდვა იქნება, უნდა იყოს ისე, როგორც ეს არის ევროპულ ქვეყნებში. ევროპაში და აშშ-ში ხალხს არ შიათ, იძლევიან დახმარებას, აქ კიდევ პარლამენტი და ხელისუფლება ყლაპავს ყველაფერს და ხალხი დაამონეს, დააჩანაგეს, გააუბედურეს”, – მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.