ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით რუსული საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპაა. შესაბამისი განცხადება ბაიდენმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას გააკეთა.
ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
“პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. საქმე მხოლოდ უკრაინაში არაა… საფრთხე მთელ ევროპას დაემუქრება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამერიკა უკრაინის გვერდით დგას. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე – ჩვენ არსად წავალთ”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენი ამბობს, რომ 225 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი რიგით მე-6 დახმარების პაკეტია, მას შემდეგ რაც სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი შემუშავდა.
ამერიკამ 225 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოჰყო უკრაინისთვის.