საჩვენებელი დასჯის აქტია, ეს ბრძოლა არის უკომპრომისო – მანაგაძე

“გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ასაკში მარტივი არაა ამ ყველაფრის გაძლება, ყველა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ როგორღაც ნეიტრალიზება მოახდინონ ჩემი, ახალგაზრდების,” – ამის შესახებ “რეაქციაში” სტუდენტი ნიკო მანაგაძე საუბრობს.

მანაგაძის თქმით, ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავს, რომ ახალგაზრდების პროტესტი შეწყდეს.

“ეს არის საჩვენებელი დასჯის აქტი” – ამბობს მანაგაძე და მასზე მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებას იხსენებს. როგორც მანაგაძე ამბობს, თსუ-სთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ თსუ-ს რექტორს პოზიცია არ დაუფიქსირებია.

მანაგაძის თქმით, ის მიზანში ამოიღეს მას შემდეგ განსაკუთრებით, რაც პრემიერმა მის შესახებ ისაუბრა:

”ესაა მათი მიზანი – დაწყებული სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომელზეც გამოკითხვაზე დამიბარეს, ასევე ფიზიკური თავდასხმა, ანგარიშსწორება, პროპაგანდისტული სამთავრობო მედიის საშუალებებით მორალური ტერორი, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, დაიწყო მას შერმდეგ, რაც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან ჩემი გვარი ატრიალა, ამის მერე დაიწყო მათი პროპაგანდისტული საშულებების მხრიდან კამპანიური შემოტევები , ყველა ხერხს მიმართეს, მაგრამ ნებისმიერი შემოტევა საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გაძლიერებს და გმატებს საკუთარი თავის რწმენას, რაღაც ისეთს „უშავებ“ ამ რეჟიმს, რაც ძალიან აწუხებთ. როცა ეს ქმედებები, რასაც რეჟიმი მიმართავს, გადაგაქვს საკუთარ თავზე, კიდევ უფრო გმატებს ეს მოტივაციას, რომ იბრძოლო ამისთვის წერტილის დასასმელად, იმიტომ, რომ შენს თავზე გაქვს განცდილი, ეს თუ გაგრძელდა, ამან რა მასშტაბები შეიძლება მიიღოს და ამის მსხვერპლი გახდეს რამდენი ადამიანი, ეს ბრძოლა არის უკომპრომისო,“ – ამბობს ნიკო მანაგაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share