რეჟისორი “ოცნებას”: თქვენ არ დაგისახავთ ადამიანი პრიორიტეტად, დასახეთ თქვენი თავი და ქვეყანას ყიდით

„როცა ქართული ოცნება დღემდე იმას ამბობს, ჩვენ ადამიანი დავსახეთ პრიორიტეტად, რანაირად დასახე ადამიანი პრიორიტეტად? თქვენ არ დაგისახავთ ადამიანი პრიორიტეტად, თქვენ დასახეთ თქვენი თავი პრიორიტეტად და ქვეყანას ყიდით,“ – ამ სიტყვებით მიმართა რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ  მმართველ ძალას.

გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ მასაც მოუწყეს ნიღბიანმა პირებმა ჩასაფრება, თუმცა ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ მოახერხეს.

”ერთი თვის წინ იყო, რომ დამხვდნენ ნიღბიანები, იმიტომ, რომ მე ვიყავი ჩემს ძმასთან ერთად, ვერ გაბედეს მაშინ მოსვლა. ხელით არ შემხებიან… ზოგადად, ეს რეალობაა, ეს ხდება და როგორ შეიძლება ამაზე ხუჭავდე თვალს. ძალიან ახლობელი რამდენიმე ადამიანი მეუბნება, რომ ამას ნაცები გიკეთებენ თქვენო, მაშინ პოლიცია რატომ არ იძიებს ამას? პოლიცია რატომ არ მოდის, როცა არის მტკიცებულებები, ფოტოები, ვიდეოები, როგორ ურტყამენ ამ ადამიანებს, რატომ არ იძიებს პოლიცია?“ – ამბობს თავართქილაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share