“შრეკი” “ფიონა” და “ჩექმებიანი კატა” – რას აკეთებდნენ შტატებში წასული “ქართული ოცნების” მერები

“შრეკი” “ფიონა”, “ჩექმენიაბი კატა”, ტური კინოსტუდია “უნივერსალში” – რას აკეთებდნენ შეერთებულ შტატებში წასული “ქართული ოცნების”  მერები?

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით,  10 ქალაქის მერი და ვიცე-მერი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ გაფრინდა, მიზეზი წყაროს ცნობით, იმის დამტკიცება იყო, რომ რუსები არ არიან და შეერთებულ შტატებთან მეგობრობა უნდათ. ასე აღმოჩნდა 10 ქალაქის მერი და ვიცე მერი ფლორიდაში, ამერიკელი და კანადელი ფინანსისტების 118-ე შეკრებაზე.

კონფერენციაზე, სადაც10 ქალაქის მერი ან ვიცე მერი მონაწილეობს, დასწრება ფასიანია, რეგისტრაცია 550 დოლარი ღირს. ამას ემატება თითო სესიაზე შესვლის ღირებულება –  205 დოლარი, პლუს ფრენა სასტუმრო და ყოველდღიური ხარჯი. “შაბათის” ეთერის ინფორმაციით, ეს თანხები ბიუჯეტიდან გამოიყო.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ  “შრეკი” “ფიონა” და “ჩექმებიანი კატა” – ეს ცნობილი პერსონაჟები მასპინძლობდნენ კონფრეცნიის მონაიწლეებს “უნივერსალ სტუდიოში”, სადაც ”ქართული ოცნების” მერები და ვიცე-მერები არიან . ღონისძიების მონაწილეთა “ტვიტებიდან” ირკვევა, რომ მონაწილეები ვარჯიშობდნენ სირბილსა და მძლეოსნობაშიც.

ოფიციალური ინფორმაციით, შტატებში ოზურგეთის, ბოლნისის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ქუთაისის, ახალციხის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, ფოთის, გარდაბნის მერები და მათი მოადგილეები გაემგზავრნენ.

შაბათის ეთერს საქართველოში ამერიკის საელჩომ წერილობით უპასუხა, რომ ამერიკის მთავრობას 10 მერის ან ვიცე მერის შტატებში ვიზიტთან კავშირი არ აქვს და არც დაუფინანსებიათ. საქართულოში დარჩენილებმა არ იციან, რა უნდა ისწავლონ მათმა ხელმძღვანელმა ორლანდოში.

ამერიკაში შეხვედრები მერებმა და ვიცე მერებმა 12 ივნისს დაასრულეს. მათი საქართველოში დაბრუნების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, ეს იყო გასეირნება ფლორიდაში თუ რაიმე ისეთი ისწავლეს, რაც რეგიონების მართვაში დაეხმარებათ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share