“მე გადავირიე 74 წლის ასაკში – ასეთი ემოციით და მოლოდინით, ახლა გაიღვიძა ჩემში ფეხბურთი ინტერესმა,” – ამის შესახებ “რეაქციაში” მსახიობი, ქორეოგრაფი მაკა მახარაძე საუბრობს.
როგორც მახარაძე ამბობს, საქართველოსა და თურქეთის მატჩს სამეფო უბნის თეატრში მთელმა დასმა ოჯახის წევრებთან ერთად უყურა.
”მამაჩემის შვილი, ჩემი ძმების და, დედაჩემის შვილი – სულ შევარცხვინე ყველა, ახლა ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ისეთი სიხარული მოგვანიჭა და ტკივილი, გვინდოდა, რომ ის ანგარიში ყოფილიყო, რომელიც გვეკუთვნოდა, ის, რაც მოხდა ბოლოს, როცა ბუდუ, რომელმაც ეს გუნდი გაიყვანა, უცბად, ნივილირებულია კაცი, ვერ გავიგე, მაყურებელი ხომ ვარ, არა კოტე მახარაძის შვილი, არამედ ერთი მოხუცი ქალი – ძალიან ვგულშემატკივრობ.
სამეფო უბნის თეატრში იყო დიდი ეკრანი, იყო მთელი დასი, თავისი შვილებით, იყო დაფენილი ბალიშები იატაკზე, ბავშვები დარბოდნენ – ეს იყო ისეთი რამ, გასაოცარი, 22-შიც ასე ვუყურებთ და 26-შიც ასე ვუყურებთ, უკვე დიდი მოგებაა, რომ ჩვენ იქ ვართ და იქ ვთამაშობთ,“ – ამბობს მახარაძე.