“ძალიან, ძალიან ამაყი ვარ, როცა ფლეისთეიშენს რთავ და შეგიძლია შენი ქვეყნის გუნდით ითამაშო და დროშა რომ ფრიალებს”, – ამის შესახებ “რეაქციაში” დათა გაბუნია საუბრობს.
გაბუნია საქართველოსა და თურქეთის მატჩს ეხმაურება:
”ეს ტრაპეცია დროშა რომ გაიშალა, მე თვითონ დედაენის ბაღში ვუყურებდი ბევრ ხალხთან ერთად და მართლა ადგილი არ იყო. ძალიან ემოცია იყო და ერთიანი მუხტი და გოლზეც გადავირიეთ. ისეთი დრამატული თამაში იყო, რომ ჰოლივუდის ფინალს ვიმსახურებდით. მოდი, განვეწყოთ და მთელი ერი თუ განვეწყობით რომ ყველაფერი კარგად იქნება, მგონია, რომ ბევრი გამარჯვება გვექნება წინ,“ – ამბობს დათა გაბუნია.