რომ იძახიან, ზივზივაძე და მიქაუტაძე ერთად ვერ ითამაშებენო, ეს არის ფეხბურთის უცოდინრობა – გუგეშაშვილი

„ჩვენი ქვეყანა, როგორც იქნა წარდგა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა,“ – ამის შესახებ „რეაქციაში“ მამუკა გუგეშაშვილი საუბრობს.

როგორც მამუკა გუგეშაშვილი ამბობს, ბავშვებში ფეხბურთი ისევ პოპულარული გახდა.

რაც შეეხება საქართველო-თურქეთის მატჩს, გუგეშაშვილი რამდენიმე მომენტზე საუბრობს, რაც გასათვალისწინებელი იყო.

დაახლოებით, 15-20 წლის მოდიოდა ბავშვთა დიდი ნაკადი, მერე დაახლოებით, 60 პროცენტით ჩავარდა, აღარავის აღარ უნდოდა ფეხბურთზე და ამ გამარჯვებებმა დიდი ტალღა წამოიღო და საფეხბურთო სკოლებში დიდი ტალღა მოდის.
ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთად აღიარეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაში, მაგრამ რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, საქართველოს ნაკრებმა დაფარა 109 კმ, როდესაც თურქეთმა 115 კმ დაფარა და 12 კმ ეს ფეხბურთი ძალიან დიდია.

რომ იძახიან ბუდუ ზივზივაძე და მიქაუტაძე ერთად ვერ ითამაშებენ, ეს არის ფეხბურთის უცოდინრობა – გოლი გაქაქვს მიქაუტაძეც ცენტრიდან და ბუდუსაც შეუძლია ცენტრში შესვლა, აქედან კვარაცხელია და როცა თურქეთს ნახევარდაცვა ყველაზე ძლიერი ჰყავს, აუცილებლად სამი თავდამსხმელი საჭირო იყო.

მამარდაშვილს გადაუარეს და არასწორი იყო, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღვაც არასწორია, უკნიდან თუ პასი არ მოგივიდა თავდამსხმელს, ამიტომ ძალიან რთულია,“ – ამბობს გუგუშაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share