ევროპარლამენტარი, თიის როიტენი თბილისში გამართული მრავალათასიანი მსვლელობის ფოტოს X-ზე აქვეყნებს და წერს, რომ მხარდაჭერას უცახდებს საქართველოს თავისუფალ ხალხს.
“ჩემი უდიდესი პატივისცემა და მხარდაჭერა თავისუფალ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ჩვენ არასოდეს წავალთ კომპრომისზე საქართველოს ევროპულ მომავალზე. #არარუსულკანონს.
გილოცავთ საქართველო!” – წერს როიტენი.