“ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით” – ზალკალიანი

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებას “ტვიტერით” ავრცელებს

“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით” – წერს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, თბილისსა და ქუთაისში დღეს სოლიდარობის აქციები გაიმართა, სადაც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და რუსული აგრესია დაგმეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დააფიქსიროს პოზიცია და მხარდაჭერა გამოუცხადოს მეგობარ უკრაინას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share