”ნაციონალური მოძრაობა” ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას უერთდება

”ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას უერთდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. ამ დროისთვის გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ქარტიას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share