რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთი-ჩოხატაურის მთავარ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი სოფელ ნაგომარის მკვიდრია.
ადგილობრივების თქმით, მოზარდს შემხვედრი მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა ის გაჩერებული მიკროავტობუსიდან გადმოდიოდა.
ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდა.