ოზურგეთის #5 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, მერი საბაშვილი, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს, არჩევნების შესახებ წერს და ქართულსა და გერმანული არჩევნების კულტურას შორის პარალელს ავლებს:
რაღაც უჩვეულო სიმშვიდეა ირგვლივ, ისეთი, როგორიცაა ზოგადად ყველა კვირა დღეს ე.წ. Familientag-ს გერმანიაში … მე კი დავდივარ და ჯიუტად ვეძებ საარჩევნო უბნებთან სიებით შეიარაღებულ კოორდინატორებს, ჩაცუცქულ ,,კაი” ბიჭებს, შავი ჯიპების დაბურულ მინებს მიღმა დამალულ სუსის აგენტებს, მაგრამ ამაოდ… სამწუხაროდ, სისხლის კვალსაც კი ვერ მივაგენი საარჩევნო ბანერებზე… არა რა, არ იციან ამათ არჩევნების ჩატარება… დღეს გერმანიაში ბოლო დროის ყველაზე პრინციპული და გადამწყვეტი არჩევნების დღეა… P.S. ასეთი დღე გათენდება კი ოდესმე საქართველოში?-წერს საბაშვილი.