მარინა ტოტოჩავა – ნუ გამოტოვებ სეზონზე ანჩოუსებს ის თვით ღმერთმა გამოგიგზავნა

ადამიანის სიცოცხლის და სამყაროში დიდხანს დამაგრების საიდუმლო გასაღები
ნუ გამოტოვებ სეზონზე ანჩოუსებს , ის თვით ღმერთმა გამოგიგზავნა
dmae ————-დიმეთილამინოეთანოლი——–მარადიული ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის სიმბოლო.
ერთხელ მაინც ცხოვრებაში ყველას უნახავს ასეთი მომენტი .ბევრი ახალგაზრდა გოგონაა თავმოყრილი.
თავიდან ბოლომდე ხელოვნურები——– დაბერილ, დაბოტოქსებულ რესტავრირებული და კოსმეტიკით განბანილი. ერთნაირი ცხვირებით და ერთნაირი ტუჩებ-ლოყებით. უცებ, როგორც მზის ამოსვლა, გამოჩნდება ნატურალური ასაკოვანი ქალი, წელში აღმართული და მხრებში გაშლილი, ყოველგვარი ოსტეოპოროზის გარეშე. ის ნამდვილ ღვთაებად აღიქმება, როგორც სილამაზით , ისე უმანკოებით და ვიზუალის სინორჩით. ყველა მას მისჩერებია აღფრთოვანებული და ტკბებიან მისი მარადიული ახალგაზრდობით .ასეთ ქალბატონებს რომელთა სილამაზე და შარმი არასოდეს რჩება შეუმჩნეველი , კლასიკური ლიტერატურა საბედისწერო ქალებს უწოდებს. ამ დროს სტანდარტულად , როგორც ხდება საერთოდ, შემთხვევით გაელიტარებული მდაბიო მდედრი , ქალს ეტყვის შინაგანი ბოღმით სავსე კომპლიმენტს———–ამ ასაკში როგორ კარგად გამოიყურები .მდაბიოობის დასტური სწორედ ასაკზე აქცენტირებაში გამოიხატება. რადგან ,მდაბიოობა და სიღრმისეული ვერხედვა და ვერ შეგრძნება ერთი წრფეა . ღვთაება ,მიუხედავად ტექნიკური დამცირებისა ყელმოღერებული იხდის მადლობას და კეთილი ღიმილით ასტატუსებს მის ბრწყინვალებას. სწორედ ეს არის ჯანსაღი დმაეს უბერებელი ეფექტი. რადგან ,ჯანსაღი დმაე გარანტია, როგორც ფიზიკული, ისე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის.
ანჩოუსებზე რეკომენდაციებში ადრეც მეწერა. მათ ენერგეტიკულ სასწაულზე .ისინი ქმნიან ძლიერ სასიცოცხლო ენერგიას .ადამიანის სიცოცხლე შეწყდება მაშინ, როცა ენერგიის ბოლო წვეთი დაეცემა. ახლა შემოკლებით, მათი უნივერსალურობის სრულ დიაპაზონზე ვისაუბრებ. ანჩოუსი ხამსას აკადემიური სახელწოდებაა .არასრულფასოვანი მენტალობის სნობურ კატეგორიაში, რომლებიც მხოლოდ ხამურ ეფექტებზე რეაგირებენ და ნაკლებად იზიდავთ შინაარსობრივი დატვირთვები, ხამსა ღარიბების საკვებად ითვლება. ის კი მაღალგანვითარებული, გონიერი ადამიანების ყველაზე ელიტარული საკვებია .ევროპა—–ამერიკის და აღმოსავლეთის ქვეყნების ყველაზე ფეშენებელურ, ელიტარულ რესტორნებში ,კერძები ანჩოუსებით არის გაფორმებული. არა მარტო სილამაზის, არამედ კვებითი ღირებულების გამო. მისი შემცველი ნივთიერება ორთომოლეკულური ხაზით მოღვაწე ექიმების მთავარი საგანძურია მკურნალობის კურსების დროს. ორთომოლეკულური მედიცინა ეს არის მსოფლიო მედიცინის ყველაზე მაღალი რანგი, თანამედროვე მიმართულება, რომელიც მკურნალობაში ეყრდნობა კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ ბიოქიმიურ მექანიზმებს. თანამედროვე მსოფლიო მედიცინის ყველაზე პრესტიჟული მეცნიერები აღიარებენ, რომ ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლისათვის, მედიცინის მხოლოდ ეს მიმართულებაა მომგებიანი. რადგან, ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალური ა და მას მხოლოდ თავის დარღვეულ ფიზიოლოგიურ მექანიზმებზე მორგებული სპეციფიკური დანიშნულება ესაჭიროება . იმისთვის, რომ რეალურად და საფუძვლიანად მორჩეს და არა დროებით.
რა ნივთიერებაა ისეთი, ხამსაში ,რაც მსოფლიო მედიცინის თანამედროვე ლიდერებს ღვთის სასწაულად მიაჩნიათ? ეს არის———-dmae ანუ დიმეთილამინოეთანოლი. უმოკლესად ვიტყვი ქოლინზე, რომელიც რთული და უხვი თემაა. მასზე ძალიან ხშირად მისაუბრია. ქოლინი არის ნერვული უჯრედის ხერხემალი. ნერვული უჯრედები ყველა ორგანოს ყველა ქსოვილის მთავარი სასიცოცხლო საბაზისო რგოლია. ნებისმიერი დაავადება არის რომელიღაც ორგანოს ან ორგანოთა ნერვული უჯრედების დაზიანება. ქოლინი ეს არის ———-ბე 4 ვიტამინი. ხშირად ვიმეორებ —-არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვიტამინები თავიანთი კნინობითი მ იდგომით გასასუქებელი წამალი ჰგონიათ . თუ მედიცინა ამაღლდება იმ დონემდე ,რომ ყველა ვიტამინის რაობას აკადემიურად ჩაწვდება ბოლომდე ———-აღარ იქნება კიბო და მძიმე დაავადებები .სამი ვიტამინის მეტობა უკვე სიმსივნური პროცესის დასტურია. სიბრიყვეა, მედიკამენტების ,ექიმების გარეშე გამოყენება. დიდი შეცდომაა მედიკამენტების კურსების გამეორება. შემცირებულის კორექცია რთული არ არის, სიჭარბის განეიტრალება კი სამედიცინო ბიოქიმიის ყველაზე რთული ამოცანაა. რისი განხორციელება გაჯანმრთელების იდენტურია. მაგალითად ,შიზოფრენია ადვილად მორჩენადი დაავადება იქნებოდა, ჭარბი დოფამინის, ეპინეფრინის და სეროტონინის დაწევა რომ მარტივად შეიძლებოდეს. ასევე, სიმსივნის უფრო მარტივ სტადიაში გადმოყვანა ბევრად ადვილი იქნებოდა, მომატებული———- სერინის, გლიცინის და სეროტონინის მარტივად დაწევა რომ შეიძლებოდეს. რა თქმა უნდა ხდება ამათი დაწევა,მაგრამ ძალიან დიდი შრომით . უცნობი ადამიანები მიგზავნიან სურათებს ლამაზი ვიზუალის ვიტამინებით და სხვა ნივთიერებებით,რომლებიც შეიძინეს და მეკითხებიან——ხომ კარგია რომ დავლიო. დალიე——–თუ იცი რომ გაკლია. თუ ზედა ზღვაზე გაქვს ეს ნივთიერება ან ჭარბი, ის აუცილებლად დააზიანებს ორგანიზმს . მედიკამენტს ვუნიშნავ მხოლოდ ჩემს პაციენტს, რომლიც შესწავლილი მყავს და მისი ყველა დეტალი ვიცი.
ქოლინის ანუ ბე 4 ვიტამინის როგორც მეტობა ისე ნაკლებობა სასიცოცხლოდ , უკიდურესად არამომგებიანი პოზიციაა. არ არსებობს კიბო ან ინსულტი ქოლინის ცვლის და ასევე რიცხობრივი დარღვევის გარეშე, ასევე——-შიზოფრენია, დეპრესია, ქცევითი აშლა, ეგზემა, შაკიკი, პოდაგრა, კახექსია ძლიერი სიგამხდრით ან ზედმეტი სიმსუქნე; დამბლა, ფსორიაზი ,დიაბეტი, ჩიყვი, გულის და სხვა ორგანოების, განსაკუთრებოთ ღვიძლის დაზიანება და სხვა. თუ ქოლინი დმაესგან სწორი ბიოქიმიური რეაქციებით წარმოიქმნება, ადამიანი ძალიან დიდხანს ცოცხლობს და არ ავადობს. არ არსებობს მას კიბო დაემართოს. შინაგანი შფოთი არის ყველა რთული დაავადების საბაზისო დრაივი .შფოთვის და დეპრესიის მექანიზმი, ისევე როგორც აუტიზმის, უზუსტესად, რეტროსპექტიულად მიყვება დმაედან ქოლინის არასწორი ბიოქიმიური ფორმით მიღების დარღვეულ რეაქციებს.
ექსუდაციურ სტრესზე ხშირად ვსაუბრობ, თითქმის ყველა თემაში . არ არის ეს სტრესი ———–არ არის კიბო და მძიმე დაავადებები, შორსაა გადაწეული დაბერება და ძალიან გახანგრძლივებულია სიცოცხლის წლები. მიტოქონდრიების მეტი ექსუდაციური სტრესი ნიშნავს ———ნაადრევად დაბერებულ ადამიანს , სიცოცხლის შემცირებული წლებით . ეს სტრესი მოიცავს——– მძიმე მეტალებით, ,პარაზიტებით და და ტოქსინებით ორგანიზმის დაშლაკვას. პოსტულატურად ოქსიდაციური სტრესი ეს არის—-კიბოს და მძიმე დაავადებების გამომწვევ თავისუფალ რადიკალებსა და ორგანიზმის ანტიოქსიდაციურ ძალებს შორის ბალანსის დარღვევა . ანუ როცა ორგანიზმი შემოსულ ტოქსინებს ვერ უმკლავდება. რაც ბოლომდე აზიანებს და ანგრევს სისხლძარღვებს და უჯრედებს .მედიცინაში, დღეს ეს უმნიშვნელოვანესი და ეპოქალური თემაა. რადგან , დარღვეული ეკოლოგიის , უხარისხო კვების და მედიცინის სწორი პროფილაქტიკური მანერების მკვეთრი უცოდინარობიას გამო , დღევანდელი ადამიანები, პარაზიტების, მძიმე მეტალების და სხვადასხვა შლაკების ოაზისებია. მედიცინა უკვე ღიად აფიქსირებს, როგორც პარაზიტული ეპიდემიის ისე სხვა ტიპის შლაკების ტოტალური რაოდენობის შესახებ. რის გამოც სტანდარტული მკურნალობები ხშირად უშედეგოა .ჯერ მიტოქონდრიების ოქსიდაციური სტრესი თუ არ დადაბლდა, ნებისმიერი მკურნალობა წყალშია გადაყრილი. ოქსიდაციური სტრესის შემცირება არის წარმატებული თერაპიული სტრატეგიის შესავალი, ნებისმიერი ადამიანის მკურნალობის დროს. ადამიანის წმენდა ოქსიდაციური სტრესისგან ერთადერთი შანსია ხანგრძლივი სიცოცხლის . ორგანიზმის წმენდა არ არის რაღაც სტიქიური ნახარშის დალევა. მაგალითად ,პარაზიტებისგან არასოდეს არ გაიწმინდება ადამიანი მხოლოდ პარაზიტული წამლით. სანაცია და მკურნალობა ტანდემში უნდა იყოს. თუ არ უმკურნალე ორგანოს ქსოვილს, ვერ გაწმენდ ვერც პარაზიტისგან და ვერც სხვა ტიპის მიკრობებისგან და მავნე სოკოსგან. რადგან, მიკრობი ან პარაზიტი არასოდეს ჩაწვება ჯანსაღ ქსოვილში. ისინი ფიზიოლოგიურ ჭაობს ეძებენ. ისინი იბუდებენ მხოლოდ იქ, სადაც ქსოვილოვანი პათოლოგიებია. ვარჩევ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც თან სანაციას ახდენენ თან——–მათი შემადგენლობა ინდივიდუალურად ეხამება არსებულ ბიოქიმიურ დეფექტებს. ოქსიდაციური სტრესის დადაბლება ნიშნავს არსებული დაავადების რეალურ დამარცხებას და ნაადრევი დაბერების აცილებას. ხაზგასმაა ნაადრევ დაბერებაზე. ეს უკვე მსოფლო მედიცინის ყველაზე პოპულარული სამედიცინო ტერმინია. დღევანდელ ეპოქაში ადამიანები ნაადრევად ბერდებიან. ამის დასტური, უპირველესად, ღვიძლის ფუნქციური სისუსტეა. რისი გამოხატულებაცაა ასე გავრცელებული—–ალერგიები, ყაბზობა, დაბალი და მაღალი წნევა, თავის ტკივილი , ჩიყვი, სახსრების პრობლემა, ინსულტი და სხვა დაავადებები. მოურჩენელი ქრონიკული დაავადება ნიშნავს ნაადრევად დაბერებულ ორგანიზმს, ნებისმიერ, თუნდაც ,ციფრობრივად დაბალ ასაკში. ოქსიდაციური სტრესის დადაბლება, რასაც მარტივი ინტერპრეტაციით გაწმენდას ეძახიან, არის დაბერების და სიკვდილის ვადის გადაწევა. ყოველი დაავადება დაბერებული უჯრედის გამოხატულებაა. ყოველი არასწორად ნამკურნალები დაავადება ან უხარისხო არანატურალური მედიკამენტი კიდევ უფრო აბერებს. დაბერება არ განისაზღვრება ასაკით. დაბერება ნიშნავს სიკვდილის სიახლოვეს. ზოგი ადამიანი 30 ა ნ 40 წლის ასაკში უკვე ბებერია ,ხოლო სხვა კი 90 წლის ასაკში ფიზიოლოგიურად ახალგაზრდა. ანუ დაბერება არ აისახება ციფრებით. ადრეც მომიყვანია მაგალითი——მყავს პაციენტი 92 წლის ქალბატონი რომელიც ქურციკივით დარბის თვალუწვდენელ ხეჭეჭურის ხეზე. ბევრი მინახია 30 წლის ასაკის ——–ადრე დაბერებული , გაზანტებული, ადრე დანაოჭებული ქალები. სიკვდილის წინ ადამიანი ბერდება. როცა ადამიანი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვლება, ის ჯერ ამავე ასაკში ბერდება. მსოფლიო მედიცინის კვლევებით და სამედიცინო სტანდარტით ნაადრევ დაბერებას ექსუდაციური სტრესის დომინირებით იწეევს შემდეგი ფაქტორები——1—–დეენემის აღდგენის მოშლა . ნებისმიერი დაავადების დროს, თუნდაც გაციებისას დეენემში გარღვევაა. როგორც ადღგება ორგანიზმი დაავადებისგან, ისე აღდგება დეენემის სტაბილურობაც 2——-ტელომერების დამოკლება. ტელომერები ქრომოსომების კუდებია. ისინი უჯრედებს იცავენ. თუ ტელომერების ბოლოები დამოკლებულია ორგანიზმი მიუხედავად ციფრობრივად ახალგაზრდა ასაკისა ძალიან დაბერებულია და სიკვდილიც ახლოსაა. 3——–ღეროვანი უჯრედების შემცირება და სხვა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, დაბერებაში და ადრე დამდგარ სიკვდილში ,წამყვანი და კარდინალური ფუნქცია უკავია მიტოქონდრიების ოქსიდაციურ სტრესს. დანარჩენი ჩამოთვლილები მისი შედეგებია. მიტოქონდრიებზე უამრავჯერ ვისაუბრე. მოკლედ ვიტყვი. ისინი ენერგეტიკული საწყობებია, სადაც წარმოიქმნება და ორგანიზმს სიცოცხლისათვის უნაწილდება აუცილებელი სასიცოცხლო ენერგია. ნაკლები სასიცოცხლო ენერგია შეესაბამება ხანმოკლე სიცოცხლის შანსს.
ვიღაცამ აღნიშნა, რომ დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტები და ნივთიერებები ბუნებაში არ არსებობსო . რაც სუპერრეგრესული აზრია და თავშივე მცდარია. დღეს ორთომოლეკულური მედიცინის საშუალებით ოპერაციის გარეშეც შეიძლება ღეროვანი უჯრედების გამრავლება და ტელომერების დაგრძელებაც. სამყაროში ღმერთმა სრულფასოვან გონებებს ფართო არჩევანი მისცა შედეგების მისაღებად ადამიანების სიცოცხლისთვის.
რასაც მტკიცედ შეუძლია დაბერება რეალურად გადაწიოს დროში და ნაადრევ სიკვდილს უკან დაახევინოს , ეს არის ————————–ბე 4 ვიტამინის ანუ ქოლინის შექმნის სრულფასოვანი ბიოქიმიური ბილიკები. ა ნუ თუ დმაედან დამახინჯებული ბიოქიმიური რეაქციებით შეიქმნება ქოლინი, მაშინ არის მძიმე დაავადებები და სიმსივნეები. ეს დადასტურებულია მეცნიერულად უამრავი კვლევებით და დაკვირვებებით. ბრიტანელი მეცნიერების დიდი და ხანგრძლივი კვლევებით დადასტურდა, რომ დაბერებას და სიკვდილს აჩქარებს ტვინის თეთრი და რუხი ნივთიერებების ცვლილებები, რაც ჩვენთან ,ხშირად ,ეს არაფერიაში გადის. რისი დასტურია თავის ტვინის ემერტეს მონაცემზე შესაბამისი რეაგირების არარსებობა. როცა რადიოლოგი წერს დასკვნაში , რომ კეროვანი დაზიანება არ არის ანუ ტრავმა და სიმსივნე არ არის, ეს არ ნიშნავს რომ სხვა ყველაფერი კარგადაა. შეიძლებ ა სიმსივნე არა, მაგრამ მისი ბაზისები აქ აშკარად იყოს. მარტო სიმსივნით ხომ არ კვდებიან ადამიანები. სიმსივნეებს სიკვდილობებში სტატისტიკურად გარკვეული პროცენტი აქვთ .კიბოზე მეტი პროცენტი ნაადრევ სიკვდილობებში, მაგალითად, ტვინის გლიოზის ფონს და თეთრი და რუხი ნივთიერების ცვლილებებს აქვთ.
რადიოლოგი აფიქსირებს ,რომ კიბო არ არის,მაგრამ თითოეულ მის მიერ აღწერილ პათოლოგიურ გადაცდომებს, თუნდაც მილიმეტრებში, ექიმის მიერ შესაბამისი ახსნა აქვს და ზოგი პარამეტრი სიმსივნის შანსზეც კი მიგანიშნებს. ნებისმიერი ორგანოს სასიცოცხლო მომავალი წინასწარაა აღბეჭდილი ტვინში. ამაზე ხშირად მისაუბრია ბევრი დეტალებით. ერთს ვიტყვი. ქალს ,რომელსაც საშვილოსნო ამოკვეთილი აქვს , თავის ქალას ემერტეზე გლიოზი იმ ლოკაციაში აქვს, რომელ უბანსაც საშვილოსნოს კვება და ინერვირება ევალება. ასევე აქვს ღვიძლს , თირკმლებს და სხვა ორგანოებს, ტვინში თავისი მაინერვირებელი, მაკონტროლებელი უბნები, რომლებიც ამ ორგანოების დაზიანების დროს უკვე გამომხატველობით სიგნალებს წინასწარ იძლევიან. ამას სჭირდება ცოდნით და პრაქტიკული გამოცდილებით შეიარაღებული დეტალური გაანალიზება. ეს არის ადამიანის პროფილაქტიკა და რეალური გადარჩენა. კვლევებით შესწავლილია—– ემერტეზე თითოეული ტექნიკური გადაცდომის შედეგები. მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი კვლევებით დადასტურებულია——— ადამიანებს რომლებსაც ტვინში თეთრი და რუხი ნივთიერებების სულ მცირე ცვლილებები თუ ეკვეთებათ ემერტეზე , მათ ტვინის მასა შემცირებული აქვთ. დადასტურებულია კვლევებით, რომ სწორედ ასეთ დაზიანებულ სეგმენტებს შორის არსებულ უბნებში ჩნდება სკლეროზები და ალცჰაიმერი. ტვინს ადამიანის ორგანიზმის მთელი სისტემა ხელში უჭირავს და ჰორმონების საშუალებით მართავს. მაგისტრალური ხაზი რაზეც დადის ტვინი სასიცოცხლო მანიპულაციების მართვის დროს ————-ეს არის ქოლინის შექმნის ბიოქიმიური ბილიკები. ეს არის რეალური სათავე ჯანმრთელობისაც და ნებისმიერი დაავადების. როგორცაა აწყობილი თითოეულ ადამიანში ეს კონკრეტული ბიოქიმია ანუ დმაედან ქოლინის შექმნის ბიოქიმიური რეაქციების მწკვრივები, ისეთი სიმძაფრით მიდის———–შაკიკი, ტინიტუსი, წნევა, შიზოფრენია, ქცევითი აშლა, დეპრესია,ფსორიაზი, ეგზემა, დამბლა, კიბო, ჩიყვი, დიაბეტი ,ჰორმონალური დაავადებები, თავბრუხვევა; კუჭ-ნაწლავის დაავდებების სრული სპექტრი; ორგანოების დაავადებები, ქოლესტერინის სიჭარბე და სხვა. რადგან, ქოლინი არის ——————ნებისმიერი ორგანოს ნერვული უჯრედის მთავარი ხერხემალი. დაავადების მიმდინარეობის ხარისხს განსაზღვრავს ნერვული უჯრედები და ნეიროტრანსმიტერები. ისევე როგორც ყველა სხვა ვიტამინის, ასევე განსაკუთრებით, ქოლინის სწორ ბიოქიმიაზე დგას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა.
აბერებს და კლავს არასწორად მიმდინარე ბიოქიმია. რომლის ზუსტად გამოსწორება ორთომოლეკულური მედიცინით შესაძლებელია. მკურნალობის ეს იმდენად ახალი ხილია ,ამ უმეტესად სტანდარტულ და გარობოტებულ მედიცინაში, რომ ზოგ პაციენტს წარმოდგენაც არა აქვს რა სიკეთეს უკეთებს ის ექიმები, რომლებიც მისი ინდივიდუალური ბიოქიმიის ზუსტ აღდგენაზე და კორექციაზე ძალიან დამღლელი დეტალური მუშაობით შრომობენ. ადრე არ იყო ეს სახელი კონსტანტირებული,მაგრამ მუშაობის სტილი და სტრატეგია იმ ექიმებს ადრეც ასეთი გვქონდა, რომლებიც მკურნალობის დროს ,დარღვეული ბიოქიმიური მექანიზმების გამოსწორებაზე ვართ ორიენტირებული.
ნაადრევ დაბერებას ბევრი ფაქტორი ეხმარება . ეს არის——–მზეზე გადაჭარბებით ყოფნა, სოლარიუმი, ტელეფონის და ტელევიზორის ლურჯი გამოსხივება; სტრესები და დარდები, უძილობა, ბოტოქსი, ოპერაციები, უხარისხო საკვები, არანატურალური კვება, ცხელი შხაპი, არასპორტული ცხოვრება, დაუბალასნსებელი კვება, ზრდის ჰორმონის ნაკლებობა და სხვა . თუ ზრდის ჰორმონი ანუ სომატოტროპინი ჯანსაღი ნორმის ფარგლებში არ არის, ადამიანი ადრე ბერდება და სიცოცხლეც ხანმოკლეა. ზრდის ჰორმონთან დაკავშირებულია ყველა მძიმე დაავადება და კიბოები. ზრდის ჰორმონზე ძალიან ბევრჯერ დეტალურად ვისაუბრე. ზრდის ჰორმონი პასუხისმგებელია ნატურალური კოლაგენის გამომუშავებაზე. სწორედ ზრდის ჰორმონის დაჩლუნგებაა კანის დაჭკნობა. გიკვირთ ,ხან სახელოვანი ადამიანის სახის კანი, დიდი ხნის მშიერივით დაჭმუჭნულია. იმიტომ, რომ მას არა აქვს მაღალი დონის სამედიცინო მეთვალყურეობა და ყურადღება არ ექცევა მის ზრდის ჰორმონს. ზოგადი შეფასებაა პროცესების ,როცა ზრდის ჰორმონი ნულიდან 10 მდე ნორმად მიაჩნიათ. მისი საუკეთესო ჯანმრთელი თერაპიული ნორმებია 5 დან 8ის ჩათვლით. 10 ს ზევით სიმსივნეები და მძიმე ჰორმონალური დაავადებებია. 4 ს ქვევით დაბერების მეტი შანსებია და უამრავი ორგანული სისუსტეები.ზოგადი ნორმა და ზუსტი თერაპიული ნორმა სხვადასხვაა. ინსულინ რეზისტენტობა არ იქნება ზრდის ჰორმონის მოშლის გარეშე და უფრო მეტად მისი დაქვეითების დროსაა. გულის დაავადებები , სტენტის საჭიროება ,კაცის ლიბიდოს და პოტენციის დაცემა პირდაპირ გადაჯაჭვულია ზრდის ჰორმონის ნაკლებობასთან. ზრდის ჰორმონის მოშლის გარეშე არ არსებობს——პოლიპი, კისტა, ცისტა, მასტოპათია, კენჭი, ფიბრომა, მეტასტაზი; ფილტვის, ღვიძლის, პანკრეასის და სხვა ორგანოების ფიბროზები და სხვა,
როგორც ვთქვი დაბერების დიდხანს გადაწევის და სიცოცხლის ბევრად გახანგრძლივების ყველაზე მთავარი, გარანტირებული სასიცოცხლო ფიზიოლოგიური ბილიკია————————— ქოლინის სწორი ბიოქიმიური რეაქციებით შექმნა დმაესგან . Dmae ანუ დიმეთილამინოეთანოლი ნატურალური ამინოალკოჰოლის ჯგუფიდანაა. ეს არის ორგანული , ნატურალური ,კლასიკური ნოოტროპული ნივთიერება, ქოლინების სასიცოცხლო ჯგუფიდან . თავის ტვინის უამრავი ხელოვნური ნივთიერება არსებობს ეწ ტვინის აღმდგენები. დმაე არის კლასიკური ნატურალური ნოოტროპი . ტვინი და მთელი ორგანიზმი ჯანმრთელია თუ დმაე სწორად წარმოქმნის ქოლინს.
ორთომოლეკულური მედიცინა უმაღლესი და ბოლო სტადიაა კლასიკური მედიცინის. მისი მკურნალობა გათვლილია ნატურალურ , ორგანულ მედიკამენტებზე. რომლებსაც ექიმები მიზანმიმართულად ათავსებენ ბიოქიმიურად დეფექტურ რგოლში. ისმის ფრაზები—- გული შეჭამეს ვეგანებმა. მე ვსაუბრობ არა ვეგანობაზე არამედ ნატურალიზმზე და ხორცის თავის დროზე აუცილებლობაზე ხშირად მივუთითებ. ღმერთმა ადამიანი ნატურალურ სამყაროში დასვა. რაც უფრო შორდება ადამიანი ნატურალიზმს , მით უფრო ეწურება სასიცოცხლო ლიმიტი. ადამიანებს არა აქვთ სრულფასოვანი ინფორმაცია სასიცოცხლო წესების შესახებ. ბევრს კი მენტალურად არა აქვს ამის სიმწიფე ,რომ სასიცოცხლო და სასიკვდილო დაადიფერენციროს. მაღაზიაში, გადაპრანჭულ ქალს ჩუმად ვეუბნები, რატომ ყიდულობ მარკეტის კვერცხს, სოფლის კვერცხიც აქვე იყიდება. მან მიპასუხა——– ნატურალური კვერცხი არ მინდა, რადგან გული მერევა ყვითელ გულზეო. კომენტარი ც ზედმეტია ასეთ , რბილად რომ ვთქვათ ინფორმაციულ სიღარიბეზე. ფლავინები, რომლებიც ქმნიან მკვეთრ სასიცოცხლო გარანტიებს და უდიდესი პასუხისმგებლობა აქვთ მტკიცე ჯანმრთელობაზე, ყვითელზე ყვითელ კვერცხის გულში ყველაზე ჭარბად არიან . თუ თუნდაც ნატურალური კვერცხის გული მოთეთროა და მკვეთრი ყვითელი არ არის, ამასთანავე გაიშალა და მკვრივად არ დაეცა, ასეთი არ გამოიყენოთ. ნუ მისცემთ ღვიძლს, ზედმეტ, სტანდარტზედა სამუშაოს . ღვიძლის გაცვეთა სიცოცხლის დღეების შემოკლებაა. ქოლინის ფიზიოლოგიური სამოსახლო და სამოქმედო არეალი ღვიძლი და ტვინია უპირველესად. ა მიტომ არის კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი დაავადების და მითუმეტეს ,სიმსივნეების დროს ქოლინის ცვლა ბოლომდე მოშლილი. კუჭ-ნაწლავის ყველაზე ელიტარული მედიკამენტები ქოლინს შეიცავენ.
dmae უპირველესად ტვინშია. ის აზროვნების სიმკვეთრეს განაპირობებს და ორგანოების სიჯანსაღეში დიდ როლს ასრულებს. რადგან, ტვინი ბატონობს ორგანოებზე. ჯანსაღია ტვინი ———-ჯანმრთელია შინაგანი და გარეგანი ორგანოები. სანამ ტვინი არ დაზიანდება, მანამ არცერთი ორგანო არ დაიწყებს დაზიანებას. დმაე არის მთავარი მასალა აცეტილქოლინის შესაქმნელად . ის არის მთავარი ნოოტროპინი, რომელიც ტვინს სრულფასოვნად , ჯანმრთელად ამუშავებს .მის მიერ ქოლინის შემქმნელი რეაქციების სწორი ჯაჭვი, დეფექტური რგოლების გარეშე , უდრის———ინსულტის, ანევრიზმის, შიზოფრენიის , სკლეროზის, დამბლის , ქცევითი აშლის, შაკიკის ,ჩიყვის, დიაბეტის, აუტიზმის, ფსორიაზის, ეგზემის და სხვა ბევრი პათოლოგიის არარსებობას. მაგალითად,რას ნიშნავს ნაკლებად ნიჭიერი ბავშვი? დმაესგან ქოლინის წარმოქმნა ბიოქიმიის მცირე დეფექტებით ხდება. გრძელვადიანი ევროპული კვლევებით ————————–dmae თუ სწორად გარდაიქმნება ქოლინად , მაშინ————-ამატებს მხედველობას, მკვეთრად აუმჯობესებს ტვინის სისხლის მიმოქცევას ; საგრძნობლად ამატებს სიცოცხლის წლებს ,ხსნის თავის ტკივილებს,აწესრიგებს ძილს, ხსნის დეპრესიას, აქვეითებს ქოლესტერინს, ამატებს შემეცნებას და ინტელექტს, აძლიერებს გულის კუნთს. ის უჯრედი ს მემბრანის საშენი მასალა და მისი დრეკადობის გარანტია. უჯრედის მემბრანის გახეთქვა ინფარქტი ან ინსულტია ან უეცარი სიკვდილი. უჯრედის მემბრანის სასიცოცხლო დრეკადობა ფოსფოლიპიდების კედელზე ა დამოკიდებული. ამ კედლის დასუსტება უამრავი დაავადების დაწყების ნიშანია. დმაე არის ფოსფოლიპიდური კედლის მთავარი კომპონენეტი. დეფექტური ბავშვები ნერვული მილების დეფექტებით——–დმაე ს , ბე 9-ს და ბე 4ის დეფიციტის გამო იბადებიან. ვისშიც დმაესგან ქოლინის წარმოქმნა სწორად მიდის ,ის ასაკშიც კაშკაშებს, როგორც ჯანმრთელობით , ისე ვიზუალური თინეიჯერული ეფექტით. დმაე არის ასაკის საწინააღმდეგო, კანის გადამჭიმავი და ნაოჭების გამქრობი. დმაე როგორც ვთქვი ქოლინის პრეკურსორია ანუ მისი წინა სტადია. ბიოქიმიურ წრეში, ის ტვინს სასიცოცხლოდ სჭირდება ქოლინის შესაქმნელად. ის მთავარი ბიოქიმიური მასალაა ქოლინის შესაქმნელად . დაავადება როცა ქოლინი ნორმაა, არის იმის მაგალითი, რომ ის არასწორი, ბიოქიმიურად მახინჯი ფორმითაა შექმნლი არასრულფასოვანი დმაესგან . დმაე უძლიერესი ნეიროტრანსმიტერია. ის არის ნერვული სისტემის და ტვინის სიჯანსაღის ფუძე . ამიტომ ,მისი შექმნის პროცესი ყოველთვის მოშლილია————დეპრესიის, შიზოფრენიის,სეროტონინის სინდრომის, შაკიკის, ფსიქოზის და სხვა დროს . ასევე ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა დაავადებების დროს. ყველა ორგანოს სიჯანსაღე ნეიროტრანსმიტერულ სიგნალებზეა აწყობილი. ნებისმიერი დაავადება ნეიროტრანსმიტერული სიგნალების მოშლაა. დმაე განსაკუთრებით მოშლილია კანის დაავადებების დროს———-ეგზემის, ფსორიაზის , ალერგიების .ის კანის უკჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტია. ნებისმიერ ასაკში ადამიანის ნაადრევი დაბერება იწყება დმაეს მოშლით. თუ ქოლინის შექმნა დმაესგან სწორად ვერ ხდება ,ადამიანს მუდმივად აქვს ჟანგბადის დეფიციტი.
დაბერებული უჯრედი სტანდარტული მკურნალობით არ განახლდება, ის მხოლოდ გაიხანგრძლივებს დროებით სიცოცხლეს. მძიმე დაავადებების და სიმსივნეების დ რო ს , მედიცინის ბრძოლა მიდის ძვლის ტვინის გაუმჯობესებისკენ . რომ ხელოვნურად შეივსოს ის და დროებით გაახანგრძლივოს სიცოცხლე. მაგრამ,თანამედროვე სამედიცინო მეთვალყურეობის და პროფილაქტიკის დროს, პროცესები ისე მიდის,რომ მთავარი მიზეზების კუპირება და სიბერის დიდხანს გადაწევა ხდება. ორთომოლეკულური მედიცინა სწორედ ეს არის————–ადამიანის სასიცოცხლო ბიოქიმიის სწორი მართვა , რის შედეგად სასიცოცხლო ნივთიერებები დინამიკურად წარმოიქმნებიან. თუ ასეთი მკურნალობა თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. მაშინ ხშირად მიირთვით ხამსა და სარდინები. დმაე ყველაზე ნატურალური ფორმით————– ხამსასა და სარდინებშია. ანჩოუსები მუდმივად ცურავენ. მათ აქვთ უდიდესი სასიცოცხლო ენერგია დმაეს დიდი შემცველობის გამო .
ყოველი ერთი ლუკმა ,რასაც პირში ჩაიდებს ადამიანი, ეს ნიშნავს კრებსის ურთულესი მრავალათასიანი ბიოქიმიური რეაქციების ციკლის დაწყებას .თუ ეს ციკლი სწორად წარმართა ამინომჟავებმა ,ამ რეაქციების შედეგი ნატურალური შაქარია, რომელიც იძლევა სასიცოცხლო ენერგიას. ყოველი, ხელოვნური, არანატურალური ლუკმა იწვევს ამ ციკლის დაზიანებას მახინჯი ბიოქიმიური რეაქციების სახით. რის გამოც—————- დეგრადირდება ამინომჟავები, არასწორად მოხდება დმაესგან ქოლინის მიღება და საფუძველი ეყრება დაავადებებს.
უხარისხო კვება არის ადამიანების მთავარი დამაავადებელი. ჭარბი კვება კი სიკვდილის დამაჩქარებელია. უეცარი სიკვდილი ყოველთვის გაძღომის ფონზეა. როცა მძიმე ფორმის—— სისხლძარღვების ათეროსკლეროზია , მაშინ მუცლის აორტის ძლიერი ათეროსკლეროზია აუცილებლად .ყოველთვის ვიმეორებ მსოფლიო მედიცინის ყველაზე ელიტარულ მეცნიერების სიტყვებს ეპიფიზის განმარტების შესახებ———– ისინი ეპიფიზსს ღმერთის მეთვალყურეს უწოდებენ ორგანიზმში.
ეპიფიზი დაზიანებული მუცლის აორტის პირით გაფრთხილებს მოსალოდნელ სასიკვდილო საშიშროებაზე. ეს გამოიხატება ასე. ხან ადამიანს აქვს ზუსტად უეცარი სიკვდილის მექანიზმით მიმდინარე მიკრო შეტევები. რაც გაფრთხილებაა სამყაროდან, რომ მას მეტი ზუსტი მკურნალობა სჭირდება და არა ისეთი სტანდარტული, როგორიც ყველას ერთნაირი, ინკუბატორის წიწილებივით. რაში გამოიხატება ეს შეტევა? ადამიანი ჭამს იმაზე მეტს ,რასაც მისი ფერმენტების მწირი რაოდენობა მოსანელებლად ვერ გაწვდება. განსაკუთრებით ეს შეტევა მეტად ხდება, როცა ის არათხიერ საკვებს მიიღებს,მაგალითად—– ღომს, მჭადს, კარტოფილს, ლობიოს, წიწიბურას, მშრალ ხორცს და სხვა .ვითარდება თითქმის სასიკვდილო მიკროშეტევა ——–ძლიერი დისკომფორტით, ტაქიკარდიით, მიკროცირკულაციის დარღვევით და სისხლძარღვოვანი სპაზმით. თუ გულის აორტის ათეროსკლეროზი ფონად ძლიერად არის, შეიძლება სიკვდილითაც დამთავრდეს. უპირველესად იმას უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ჭამა შეწყვიტოს. ეს ცნობილი——– მუცლის გომბეშოს სასიკვდილო სინდრომია და ბევრჯერ ავღწერე კიდევ უფრო დეტალურად. ახლა ძალიან მოკლედ ვამბობ, რომ ამაში, დარღვეული დმაეს მთავარი მონაწილეობა გამოვკვეთო. მიუხედავად იმისა, რომ პულსის აჩქარება ამძაფრებს ამ გამოკვეთილ უკმარისობას, ამ დროს ადამიანისთვის, დასაწყისშივე , უფრო სასიცოცხლო დახმარება არის ფერმენტის მიწოდება, ვიდრე პირველ ამოცანად———– ტაქიკარდიის კუპირებაზე ზრუნვაა. რადგან, ტაქიკარდია ,სანამ დროებით დადამბლავებული ფერმენტები არ ამუშავდებიან, ადრე ,მაინც არ შეჩერდება . ასეთმა ადამიანებმა უნდა იმკურნალონ სისხლძარღვების ათეროსკლეროზზე, დაზიანებული ნაღვლის მჟავების სიცოცხლისუნარიანობის აღდგენაზე, ღვიძლის ფუქციების გამოსწორებაზე .რადგან, ასეთი შეტევის ადამიანს ღვიძლის მინიმუმ 200 მ დე ფუნქცია აქვს დარღვეული. მაგრამ ,უნდა იმკურნალონ თანამედროვე მიდგომებით. რადგან , მარტო ზედაპირულ სტატინებზე უშედეგოდ დაყრდნობის ჩამორჩენილი დრო უკვე წავიდა. ღვიძლის, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და ქოლესტერინის მკურნალობის წესები და მიდგომები სრულიად შეცვლილია და აღარ არის სტატინების ფუჭ იმედზე. ეს ღიად და დარწმუნებით აღიარა მსოფლიო მედიცინამ და უკვე დიდი ხანია ვიყენებთ ქოლესტერინების და სისხლძარღვების დაზიანების მკურნალობის დროს —————ელიტარულ ცვილებს, ფიტოსტეროლებს ,ოქტაკოსანოლებს და სხვებს. ისინი ქოლესტერინის დროებით მიმალვის ზედაპირულ ეფექტებს კი არ აკეთებენ ,რომლებიც შეიძლება 10 წლის შემდეგ ემბოლიად მოევლინოს ადამიანს, არამედ არასწორ ჟანგვას აჩერებენ და სისხლძარღვებს გადაარჩენენ დაბერებისგან და დაზიანებისგან და აახალგაზრდავებენ. მე პირადად ყოველთვის მექანიზმებს მივყვებოდი და სტატინი არასოდეს გამომიყენებია. ვაგრძელებ მუცლის გომბეშოს სინდრომს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად და სიკვდილის პროფილაქტიკისთვის უნდა ჭამოთ ერთ კვებაზე ძალიან ცოტა და თხიერი საკვები. მაწონიც კი უნდა გაათხიეროთ. მუცლის გომბეშოს სინდრომის გამწვავები ს მომენტში ან შეწყვეტილია ქოლინის წარმოქმნა ან დმაედან არასწორი ფორმით მიმდინარეობს. ნუ დაგავიწყდებათ ცოტა—— ცოტა და თხიერი კვება. ეს თქვენი სიცოცხლის მყარი გარანტია ასეთი სისხლძარღვების ფონზე. ძირითადად, ეს სინდრომი ჭარბწონიანებშია. რადგან, ლიპიდური ცვლის მოშლა, ქოლესტერინის სიჭარბე და ჭარბწონიანობა და პირდაპირ უკავშირდება ქოლინს და დმაესგან მისი მიღების დარღვეულ ბიოქიმიურ ციკლს. სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს, რომელიც ყოველთვის უპირობო ფონია ქოლესტერინის სიჭარბის, ადამიანმა მორიდებით უნდა იკვებოს, რომ ასეთ შეტევას არ ემსხვერპლოს. მსუბუქად იკვებეთ 6 საათის შემდეგ. მენიუდან სულ გამორიცხეთ შებოლილები. ხოლო მათი ჭამა 6 საათის შემდეგ , თითქმის სასიკვდილოა. რადგან ,ასეთი მექანიზმის ადამიანებს ნაჯერი ცხიმის ისედაც მეტობა და უჯერი ცხიმების ნაკლებობა აქვთ . უჯერი ცხიმი , მაგალითად თხილეული რამდენიც გნებავთ მიირთვით. თხილით, მიწის თხილით, ფისტათ, კეშიუთ, ნიგვზით დანაყრებული კაცი ჯერ არ მომკვდარა სამყაროში. ნაჯერი ცხიმის პროცენტული მეტობა კლავს ფერმენტებს . თხილ-კაკლის ჯგუფი უჯერი ცხიმებია. რომლებიც მუდმივად მუშაობენ სიცოცხლეზე. ნაჯერ და უჯერ ცხიმებზე, შესაბამის სტატიაში, ძალიან დეტალურად უკვე ვისაუბრე. გაჯანმრთელებამდე მტკიცედ დაივიწყეთ —————შაურმა, ჰამბურგერი ,კუბდარი, საცხობის ღვეზელები და ხაჭაპურები. ისინი ასეთი დაავადების დროს სასიკვდილო განწყობებს ქმნიან. არა მარტო ცომეულის დომინირება თამაშობს ამ მავნე როლს, არამედ ტრანსცხიმები და უხარისხო ზეთები. ისინი მოწინავე ადგილზე არიან კიბოსა და ათეროსკლეროზის მიზეზების სტატისტიკაში. ისინი უნდა გამორიცხონ ათეროსკლეროზული სისხლძარღვების მქონე ადამიანებმა და სიცოცხლისათვის კვების სტილი რადიკალურად შეცვალონ ბოსტნეულზე და თხილეულზე აქცენტით. ინსულინ და ლეპტინ ან ადიპონექტინრეზისტენტობის მკურნალობა ფსიქიკის გაჯანსაღებით იწყება. ადამიანმა ერთ შაურმას არ უნდა ანაცვალოს მომავალი სიცოცხლე სამყაროს ყველა მშვენიერებების ჩათვლით.
ყველაზე მეტ სასიცოცხლო ენერგიას ქმნიან წყლის ბინადარნი———–წყალმცენარეები, თევზები და სხვა წყალში მცხოვრები არსებები . იმუნიტეტის მძიმე შეზღუდვის და ასევე კიბოს დროს, სამკურნალო აქცენტი გვაქვს წყალმცენარეებზე და წყალში მცხოვრებ არსებებზე. უკვე შესწავლილი და დადგენილია——– ზოგიერთ ამათგანის შემცველ უჯრედებს შეუძლიათ მუდმივად იტრიალონ ადამიანის ორგანიზმში და გამოდევნონ კიბოს უჯრედები. ისინი სამყაროდან პოლიციის ძაღლივით არიან დაგეშილი კიბოს უჯრედების საპოვნელად და გამოსაძევებლად.
სარდინები და ანჩოუსები ლიდერი არიან სასიცოცხლო ენერგიის შექმნაში. გულისთვის, ტვინისთვის ღვიძლისთვის და ყველა ორგანოსთვის ანჩოუსები ენერგეტიკულ სასწაულებს ქმნიან.
სწორი ბიოქიმიით ხდება დმაედან ქოლინის მიღება?————————- ეს ნიშნავს ნეიროტრანსმიტერებს სიგნალები სწორად გადააქვთ და არ არის მძიმე დაავადებები, უეცარი სიკვდილები და კიბოები; ეს ნიშნავს ხანგრძლივ სიცოცხლეზე საუბარს. ამ დროს უპირველესად არ არის ის დაავადებები, რომელებიც ტვინთანაა მეტად დაკავშირებული; ასევე არ არის თავბრუხვევა და ტინიტუსი .
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ სამყაროში ყველაფერი ბალანსირებულია და ყველა დაავადების მორჩენის შანსი ჩადებულია . ნებისმიერ შემთხვევაში სიცოცხლის საიდუმლო გასაღები ექიმების ხელშია. ამისთვის ექიმებმა ბიოქიმიის ყველა დეტალი უნდა იცოდენ. რადგან ,ამ მექანიზმებით იმართება და ხანგრძლივდება სიცოცხლე. საბოლოოდ დადასტურებულია მედიცინაში————–რაც უფრო მეტი სწორი რეაქციებით მოხდება დმაესგან ქოლინის მიღება, მით უფრო მეტს იცოცხლებს ადამიანი. ბუნებრივად მიღებული დმაე სიცოცხლის გახანგრძლივებას ხელს უწყობს. ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია————-ამიტომ ხანგრძლივი სიცოცხლისთვის გვერდი არ აუაროთ ხამსას და სარდინებს. სიცოცხლის მეტად გახანგრძლივების საიდუმლო გასაღები მათში დევს. ზომიერება მათი კვების დროსაც არ დაგავიწყდეთ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share