საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, არანაირი სანქცია და შეზღუდვები არცერთ ძალოვანთან, მათ შორის არც მასთან არ მისულა. ამის შესახებ სირაძემ აშშ-ის საელჩოში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“არანაირი სანქცია და შეზღუდვები რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთ ძალოვანთან და მათ შორის, ჩემთან არ მოსულა და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან,” – განაცხადა სირაძემ.