გურიელების სასახლე ლესაში

გურიელების სასახლე ლესაში
.
იონა მეუნარგიას თხზულებაში აღწერილია მამია გურიელის მამის დათა გურიელის (ვახტანგ III გურიელის ვაჟის) სასახლე სოფელ ლესაში:
.
“მისი სასხლე დაწყობილი იყო ისე, როგრც ეს უნდოდა ძევლ ჩვენს ჩვეულებას საზოგადოდ საქართველო-იმერეთში. ეზოში იდგა სასახლის ეკლესია, რომელშიაც კვირა-უქმე დღეს წირვა-ლოცვას ასრულებდა კარის ეკლესიის მღვდელი იოსებ გიგინეიშვილი, თქვენ თვითონ მიხვდებით, რა კარგი მგალობლებით, იმ ქვეყანაში, საცა ყოველი კაცი მგალობელია. დავით, რაც უნდა საჭირო საქმე ჰქონოდა იმას, არც ერთ წირვას, არც ერთ ლოცვას არ დააკლდებოდა, როგორც ამბობენ, თითქო თათრებში ესწავლოსო თავ-თავის დროს ლოცვის გადაუცდენობა.
.
ეკლესიის მოშორებით იდგა დავითის სადგომი სახლი, ძველებური დიდი ოდა, და იმის გვერდით სასტუმრო ”სააზნაურო სახლი”, რომლის სიდიდეზე იტყვიან ”შიგ ცხენი გაჭენდებაო”. სხვა შენობათაგან, რომელთაც გადაეჭრელებინათ დავითის ეზო, მეტი ყურადღების ღირსი იყო საჯინიბო, რომელშიაც ება მისრეთის ფაშისაგან გამოგზავნილი მშვენიერი არაბული მერანი.
.
სასახლეს განაგებდა კაცი, რომელსაც, რუსთველის თქმისა არ იყოს, ”მართ ოდენ” სახლთუხუცესობა აკლდა. ამის ხელქვეით იყვნენ: მსახურთ უფროსი, ფარეშთ-უფროსი, მესტუმრე, მწდე, მოლარე, მეჯინიბე, ბაზიერი, კურძუალები, ქეშიკები, მოახლეები, გამდელები, სხვადასხვა მოსამსახურენი და ერთიც ”სასახლის დალაქი” – თანამდებობა, რომელსაც მე არ შევყრივარ ჯერ სხვა დიდი ოჯახების აღწერაში.
.
სასახლეში სტუმრობა გამოულეველი იყო. ”დარბაზის ერს” შეადგენდნენ თავადნი გუგუნავები და თავდგირიძეები; დავითის კარისკაცნი და აზნაურნი: ჭყონიები, გიგინეიშვილები, თავართქილაძეები, კობახიძეები – მისნი შინაყმანი. ამათ გარდა სულ მუდამ იყვნენ სასახლეში: უცხო სტუმრები, სამეგრელო-იმერეთიდან მოსულნი. სამღვდელონი და სამონაზვნო პირნი, ნათესავნი _ გურიელნი და დადიანნი, ძიძიშვილნი და სხვანი და სხვანი. – დღეში ორი ძროხა იკვლოდა და ძლივს ყოფნიდა, იმდენი ხალხი ტრიალებდა სასახლეში.”
.
– იონა მეუნარგია – მამია გურიელი (ფაზელი) 1957
– გურიელების ეკლესია ლესაში
ეს შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში, რომელიც არის 1 ადამიანი და კოტსუოლდსი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share