მე რეალურად ვერ ვხედავ ამ პოლიტიკურ ძალაში რაიმე რესურსს, რომ შექმნან პრობლემა და მათ შორის, მათში ვერ ვხედავ ვერავითარ შანსს, რომ 2024 წელს დაიბრუნონ ძალაუფლება – ეს ყველა ადამიანი არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა.
„თვითონ კეზერაშვილი ჩვენი კულტურისთვის უცხო მოვლენაა. კეზერაშვილი, რომელიც იყო კორუფციისა და ყაჩაღობის სიმბოლო, დღეს ცდილობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს, რადგან ქართული საზოგადოების კულტურისთვის უცხო მოვლენაა ეს ყველაფერი. არ შეიძლება ყაჩაღი და რეკეტიორი ლიდერობის ამბიციით გამოდიოდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს სათანადო კულტურა, რომ ეს არ დავუშვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ