“ბიძინას რომ პრობლემები აქვს, ეს რა ნიშნავს….თქვენი პრობლემები გადაწყდა?”-გია ხუხაშვილი ოპოზიციას

თუ გინდათ წარმატებული იყოთ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ პრობლემები, შეაყვაროთ თავი, დაიბრუნოთ ნდობა, არ დაუშვათ შეცდომები, არ ჩაიდინოთ დანაშაული. – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში წერს:

ბიძინას რომ პრობლემები აქვს, ეს რა ნიშნავს, რომ თქვენი პრობლემები გადაწყდა.
ხელისუფალი რომ ეჯავრებათ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უყვარხართ.
ხელისუფალს რომ არ ენდობიან, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გენდობიან.
ხელისუფლება შეცდომებს რომ უშვებს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უშეცდომონი ხართ.
ხელისუფლება დანაშაულს რომ ჩადის, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უდანაშაულოები ხართ.
თუ გინდათ წარმატებული იყოთ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ პრობლემები, შეაყვაროთ თავი, დაიბრუნოთ ნდობა, არ დაუშვათ შეცდომები, არ ჩაიდინოთ დანაშაული.
ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა, რითაც ოპოზიციამ უნდა იხელმძღვანელოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share