“უნდა მოვახდინოთ მეტი ინვესტირება თავდაცვაში და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თავდაცვით ინდუსტრიასთან”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენგერგმა NATO-ს სამიტის შესავალ სიტყვაში განაცხადა.
„ჩვენ აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის 75 წლისთავს და ამავე დროს უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი მომავლისთვის. როგორც იცით, NATO-ს მთავარი მიზანი ომის თავიდან აცილება და მშვიდობის დაცვაა, ამისთვის კი საჭიროა დამაჯერებელი შეკავების დემონსტრირება ყოველდღიურად, რათა მსოფლიოს არც ერთ დედაქალაქში არ დარჩეს ადგილი არასწორი გათვლებისთვის ჩვენი თავდაცვისუბნარიანობის შესახებ. მოკავშირეები მიმდინარე სამიტზე ხელს მოაწერენ ახალ შეთანხმებას თავდაცვითი ინდუსტრიის შესახებ, რაც დაგვეხმარება, რომ ჩვენი ინდუსტრია გახდეს უფრო ძლიერი და ინოვაციური. პირველი ელემენტი არის თავდაცვის ხარჯების გაზრდა. 2% აღარ არის მაქსიმუმი, ახლა ეს მინიმუმი უნდა გახდეს. ახლა, როდესაც მსოფლიო იცვლება, ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. სწორედ ამიტომ უნდა მოვახდინოთ მეტი ინვესტირება თავდაცვაში და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თავდაცვით ინდუსტრიასთან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.