“ელჩის გაწვევა თბილისიდან კიევში შეცდომა იყო, უკრაინელი ხალხი მიხვდება, რომ ეს არამეგობრული ჟესტი იყო” – ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში საუბრობს.
„მშვიდობა უკრაინაში აუცილებლად დადგება და ღმერთს შევთხოვ, ეს რაც შეიძლება მალე დადგეს, მაგრამ მშვიდობა რომ დადგება და უკრაინელ ხალხს, საშუალება მიეცემა ყველაფერი გააანალიზოს, რა თქმა უნდა ისინი თავადვე მიხვდებიან, რომ ელჩის გაწვევა არამეგობრული ჟესტი იყო. ამაზე შორს, მე არ წავალ, რადგან საქართველო, მისი ხალხი, მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რომ პოლიტიკური, მორალური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, იმ ბავშვებს, რომლებიც გასაჭირში არიან“, – ამბობს წულუკიანი.