რუსეთის მოსახლეობა ახლა მხოლოდ პუტინის “სიმართლეს” ისმენს – ტერორის ახალი ტალღა

15 წლიანი პატიმრობა რუსეთ – უკრაინის ომის ხსენების გამო და ერთმანეთის მიყოლებით დახურული რუსული ტელეარხები – ვლადიმერ პუტინის ტერორის ახალი ტალღა ყველა განსხვავებული აზრის მედიასაშუალებას მისწვდა და ახლა რუსეთის მოსახლეობა, მხოლოდ ერთ, პუტინის “სიმართლეს” ისმენს.

“ეხო მასკვი”,”დოჟდი”, “მედუზა”,- ყველა საინფორმაციო სააგენტო და მაუწყებელი, რომელიც რუსეთის მოსახლეობას, განსხვავებულ აზრს აწვდიდა, ახლა დახურულია და მოსახლეობას, მხოლოდ კრემლის პროპაგანდა კვებავს.

ალბათ ესაა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის მოქალაქეების ნაწილი, პუტინის სამხედრო აგრესიას ამართლებს და ომის გაგრძელების მომხრეა; ისინი კი, ვისაც პუტინის სიმართლის არ სჯერა, ან ამის შესახებ ხმამაღლა ვეღარ საუბრობს, ან უბრალოდ ქვეყნიდან გარბის;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share