ომი უკრაინაში რუსეთის 44 ქალაქში გააპროტესტეს დღეს, 6 მარტს. დამოუკიდებელი მედიასაშუალება „მედუზას“ ცნობით, მილიციამ 2 ათასამდე ადამიანი დააკავა.
„არა ომს!“ — სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები მოსკოვში, პეტერბურგა და როგორც ცენტრალური, ისე აღმოსავლეთ რუსეთის ქალაქებში.
მილიცია დაკავებისას სცემდა ომის მოწინააღმდეგეებს, რომლის ამსახველი არაერთ ვიდეო გავრცელდა ტელეგრამ არხებით.
ასევე მოსკოვში ამოტრიალდა მილიციელთა ავტომობილი, რომლითაც აქციაზე დაკავებულები იზოლატორში გადაჰყავდათ. დაშავდა 10-მდე ადამიანი.
რუსეთში ნებისმიერი აქცია მიიჩნევა უკანონოდ, რომლის ჩატარებაზეც ხელისუფლებას ნებართვა არ აქვს გაცემული. გარდა ამისა, რუსეთმა გაამკაცრა კანონი, რომლის მიხედვითაც, იკრძალება უკრაინაში რუსეთის წამოწყებულ ომზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეწინააღმდეგება კრემლის პროპაგანდას.
აღნიშნული კანონის გამო ათეულობით ადგილობრივმა და საერთაშორისო მედიასაშუალებამ შეწყვიტა რუსეთში მუშაობა, წაშალა ომის შესახებ ახალი ამბები, ან შეაჩერა ახალი ამბების გაშუქება.
ნეტგაზეთი