„საჭიროა, ძალიან ბევრ ადამიანს ავუხსნათ არა ვის, არამედ როგორ მისცეს ხმა,“ – ამის შესახებ ნინო ქათამაძე „რეაქციაში“ საუბრობს.
ქათამაძე ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებასა და მიზნებზე საუბრობს და ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა ინფორმირება არჩევნებისთვის.
”ეს არის სახალხო მოძრაობა. რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, არ არის. არ ვიცი, რა ფორმას მიიღებს ეს. როგორც პროფესიით მუსიკოსი, აქტივისტი ვუერთდები ამ გამოწვევას, რადგან ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა, ძალიან ბევრ ადამიანს ავუხსნათ არა ვის, არამედ როგორ მისცეს ხმა და რაზეა მნიშვნელოვანი ფიქრი იმისთვის, რომ არც ზედმეტი მოლოდინები გვქონდეს და სწორი არჩევანი გაკეთდეს და რაც მნიშვნელოვანია, შენი ხმა როგორ იყოს დაცული და როგორ ხდება ეს პროცესი. შემდეგ არ ვიცი, შეიძლება გადაიზარდოს პოლიტიკურ ორგანიზაციაში, მაგრამ პირადად მე არ ვიქნები ამ ორგანიზაციის მონაწილე, უბრალოდ ვიქნები ყველა გამოწვევის, ყველა ორგანიზაციის თუ ორგანიზების მონაწილე, სადაც შემეძლება რომ ჩემი წვლილი შევიტანო როგორც მოქალაქემ ამ მნიშვნელოვანი დღის წინაშე რასაც ჰქვია 26 ოქტომბრის არჩევნები,“ – ამბობს ნინო ქათამაძე.