მე არავინ მინახავს, ვინც ამერიკაში ჩამოსვლით ორიენტაცია შეიცვალა. ორიენტაციის შეცვლა თუ უნდა ადამიანს, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ეს მოხდეს.
[…] უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ გეი-პროპაგანდას უწყობდნენ ხელს და ამისგან უნდა დაეცვათ უკრაინელი მართლმადიდებლები – ეს ცნობილი განცხადებაა, მათ შორის, მგონი, რუსეთის პატრიარქმაც განაცხადა ეს. […] ეს არის ისეთი იდეოლოგიური რამ, რაც მოქმედებს ადამიანზე. არავის არ უნდა, ვიღაც რომ მოვიდეს და შენი შვილი ასეთი გახადოს, გეშინია. ეტყვი, რომ სიკვდილი მირჩევნია, არ მინდა, რომ ჩემი შვილი ასეთი გახდეს.
მარტო ჰომოსექსუალიზმი არ არის პრობლემა. პრობლემაა ოჯახში ცოლს რომ ღალატობს ადამიანი, გამართობელი თამაშობები, მემთვრალეობა, ეს ყველაფერი პრობლემაა ეკლესიისთვის და მათ შორის ის თემებიც, რითიც მანიპულირება ხდება, რომ დასავლეთის დადანაშაულება მოხდეს. დასავლეთი არ იყო ჩვენთან და რუსეთში ვიყავით, მაგრამ არ იყო ასეთი ხალხი?
საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალებს კაგებე იჭერდა და აგზავნიდნენ შპიონებად სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებში და იყენებდნენ იმისთვის, რომ ჰყოლოდათ “დავერბოვკებული” ადამიანები – უარესი უზნეობა იყო. უზნეობას როცა ვამბობთ ჩვენ, უზნეობა ყოველთვის იყო და დასავლეთში ყველაფერი კარგი არ არის.
ეკლესია ბევრ რაღაცას ვერ დათანხმდება ვერასდროს, მაგრამ ეკლესია ვერ იმას დათანხმდება, რანაირიც არ უნდა იყოს ადამიანი, რანაირი ცხოვრების არჩევანიც არ უნდა ჰქონდეს, ის ჩაქოლო, მოკლა, გაანადგურო და არ ჰქონდეს მას უფლება, რომ იცხოვროს.
ეკლესიაში ასეთი მაგალითი გვაქვს ავაზაკის, რომელსაც არანაირი კეთილი თვისება არ გააჩნდა და ყველანაირი ბოროტება გააჩნდა, ღმერთმა შეიწყალა. ჩვენ ყველა იქიდან ვართ მოსული, რომ ცოდვა არ გვაქვს ჩადენილი?