ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომელიც ევროპის ბიბლიოთეკებიდან პუტინის საყვარელი ავტორების უნიკალური წიგნების მოპარვაშია ბრალდებული.
ვისი დაკვეთით მოიპარეს ევროპის ბიბლიოთეკებიდან რუსი ავტორების პუშკინის და გოგოლის წიგნების ორიგინალები?
ბექა ცირეკიძე ახლა ესტონეთის ციხეშია. ევროპული გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე თანამზრახველთან ერთად ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მივიდა, თავი მკვლევრად გააცნო, რომელიც ნაშრომზე მუშაობდა, ამ დროს კი უნიკალური გამოცემები ყალბი ასლებით შეცვალა.
საუბარია რუსი მწერლის პუშკინის სიცოცხლეში გამოცემულ წიგნებზე. ბექა ცირეკიძეს სწორედ მე-19 საუკუნის საგანძურის ქურდობაში ადანაშაულებენ. ცირეკიძე ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და თუ მასთან ერთად მყოფმა კაცმა წიგნები გაიტანა ის პასუხს არ აგებს.
- რუსული გამოცემების ბიბლიოთეკებიდან ქურდობის გამო ცირეკიძე წელიწადზე მეტია ესტონეთის ციხეშია. მისი შვილი მათე ცირეკიძე ანალოგიური ბრალდებით გლდანის ციხეშია, ქალიშვილი ქრისტინეც ანალოგიური ბრალდებით რუსთავის ქალთა ციხეში. გამოძიებას წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებული ჰყავს ბექა ცირეკიძის ყოფილი რძალიც.
ბექა ცირიკიძის მტკიცებით, მისი ქალიშვილი ქრისტინე ცირეკიძე ციხეში მხოლოდ იმიტომ ჩასვეს, რომ პროკურატურისთვის ცრუ ჩვენება მიეცა და გამოძიებას დახმარებოდა. საუბარია ფარული კამერის დამაგრებაზე. ქრისტინეს დახმარებით სამართალდამცველები მოიპოვებდნენ ჩანაწერს, რომლითაც გამოძიება ეროვნული არქივის ყოფილ მაღალჩინოსანზე გავიდოდა.
- ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი საქართველოს ეროვნული საცავებიდან მე-18 და მე–19 საუკუნის წიგნები მისაკუთრების ბრალდებით 2010 წელს იყო დაკავებული. მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ სახელმწიფო საცავებიდან მოპარულ წიგნებს დირექტორი უცხოეთში ყიდდა.
პატიმარი ინტერვიუში გვიყვება, რომ პროკურატურას აქვს ეჭვი, რომ ევროპის ბიბლიოთეკებიდან პუშკინის უნიკალური წიგნები ცირეკიძეს ზურაბ ეცადაშვილმა მოაპარინა.
- ვინ ითხოვს ევროპის ბიბლიოთეკებში დაცული პუშკინის და გოგოლის წიგნების საცავებიდან გატანას, ვინ იხდის ამაში დიდი ფულს და საქე გვაქვს თუ არა პუტინის შირისძიებასთან?
ბოლო ორი წელიწადია, ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2,5 მილიონი ევროს ღირებულების უნიკალური წიგნები ქრება. საერთაშორისო მედიის ცნობით, ყველა წიგნი რუსეთში გაიტანეს.
ტვ პირველი