“პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, თუმცა წარუმატებელი” = ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის თქმითპუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, თუმცა წარუმატებელი.

„მცდელობები იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, პუტინი დიდი ხანია აღარ არის კომპრომისული ფიგურა მისი წრისთვის და დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, რუსებს იგივე განცდა ექნებათ, რაც ადრე სხვა დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალების დროს ჰქონდათ.

„როგორც ჩემი ბებია მეუბნებოდა, ხალხი სტალინის სიკვდილის შემდეგ ფიქრობდა, რომ მათი მთელი სამყარო დაინგრა, გაურკვეველი იყო, როგორ უნდა ეცხოვრათ. პუტინი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაშია, ასე რომ, ეს იქნება ძალიან მსგავსი გრძნობა, მაგრამ ახლა რუსებს აქვთ მისი დაკარგვის შიში, რადგან ის არის მათ ცხოვრებაში სტაბილურობის მთავარი გარანტი”, – განაცხადა ბუდანოვმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share