ამილახვრების ისტორიული სასახლე იყიდება. მისი მეპატრონე, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძე ისტორიული კომპლექსის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს. ის განმარტავს, რომ ხელისუფლებისადმი არაერთი მიმართვის მიუხედავად ვერ შეძლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის მოძიება და ახლა იძულებულია გაყიდოს ამილახვრების ისტორიული რეზიდენცია.
”იმედი გვქონდა რომ ჩვენი სახელმწიფო დაინტერესდებოდა და შეგვეხიდებოდა, ეს ვერ მოხდა. მივმართე, მაქვს კიდეც წერილები. ძეგლთა დაცვის სააგენტოსაც მივმართე. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ რამეში დაგეხმაროთო.
ეს ლაპარაკი, რომ საკუთრებაა და რაღაცა, ბოდიში მაგრამ ნახევარი თბილისი, ისტორიული ძეგლებია და საკუთრებაშია და სახელმწიფო აკეთებს, ხოო?! რატომღაც ეს ჩვენი სასახლე არ გახდა იმის ღირსი, რომ სახელმწიფომ მიხედოს.” – აცხადებს კუხიანიძე “მთავართან”
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გასაყიდად უძრავი ქონების კომპანიამ უკვე გამოიტანა.
უძრავი ქონების ტერიტორიაზე არა მხოლოდ ციხე-სიმაგრე, არამედ მისი მამულებიცაა, რომლის ფართიც ჯამში 18 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია. ციხე-სიმაგრე დედაქალაქიდან 65 კილომეტრში მდებარეობს და მამულებიანად მისი ღირებულება მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს.
ციხე-სიმაგრე დედაქალაქიდან 65 კილომეტრში მდებარეობს და მამულებიანად მისი ღირებულება მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს.