“ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ “ოცნების” ახალი ოფისის გახსნაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ გამოსვლა კვლავ წინა ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო და უცხოელი აგენტების ავტორიტარულ მმართველად მოიხსენია წინა ხელისუფლება. კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქვეყანაში რევოლუცია იგეგმებოდა.
”დღეს ვხსნით ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას და ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, ქართულ ოცნებას ექნება საკუთარი თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ,“ – თქვა კობახიძემ.