რით განსხვავდება მუქი ფერის კვერცხი თეთრისგან?

ყველას გექნებათ შემჩნეული, რომ მაღაზიებში ერთი ფერის კვერცხი არ დევს ხოლმე, ან თუნდაც ის, რომ სოფლის კვერცხი უფრო მუქი ფერისაა. ამბობენ, რომ სწორედ მუქი ფერის კვერცხა უფრო სასარგებლო და გემრიელი, ვიდრე თეთრი. რამდენად მართალია ეს მოსაზრება?image

სინამდვილეში,ყავისფერ და თეთრ კვერცხებს შორის მხოლოდ ორი განსხვავებაა-ეს არის პირდაპირ ფერი და ფასი. ფასზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი ფერის მახასიათებლებზე. ნაჭუჭის ფერზე, თავის მხრივ, შეიძლება გავლენა იქონიოს ორმა ფაქტორმა, ესაა – ქათმის ბუმბულის ფერი და საკვები, რომელსაც ფრინველი

ჭამს.image
საქმე იმაშია, რომ თეთრი ქათმები ძირითადად თეთრ კვერცხებს დებენ, ყავისფერი ქათმები კი, როგორც წესი, ყავისფერ კვერცხებს დებენ. ამ ყველაფერთან ერთად, ქათმის კვერცხების ორ სახეობაში გემო, ნაჭუჭის სისქე, ასევე საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების ნაკრები არანაირად არ იცვლება. უფრო მეტიც, ისინი არც კი განსხვავდებიან კვებითი ღირებულებით.image
რაც შეეხება ფასს. ყავისფერი კვერცხები მართლაც უფრო ძვირია, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ აქვთ უნიკალური თვისებები, არამედ იმიტომ, რომ ქათმები, რომლებიც მათ დებენ, ხორციანი და უფრო დიდიები არიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ბევრად მეტ საკვებს მოიხმარენ. ამ მიზეზით, ზედმეტი გადასახადი მხოლოდ ქათმის კვების გამოა. საინტერესოა, რომ კვერცხის ფერების შესახებ ასეთი მითები გავრცელებულია არა მხოლოდ საქართველოში ან რუსეთში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, ასევე აშშ-შიც.

image

allnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share