გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი გამარჯვება, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია – ივანიშვილი

გლობალური ომის პარტია – სწორედ ამ თემაზე დაიწყო საუბარი ბიძინა ივანიშვილმა ახალი ოფისის გახსნაზე.

ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ „ბოლო გაბრძოლებაა“ მეორე ფრონტის გასახსნელად, რასაც ოცნება არ დაუშვებს – „ქართული ოცნებისთვის ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ გასამტკიცებლად“.

ბიძინა ივანიშვილი  გარე ძალებისკენ იშვერს ხელს და ამტკიცებს, რომ მათ ქვეყანაში მშვიდობა არ უნდა.

“გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია – აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში” – ამბობს ივანიშვილი.

”2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომ ენმ ვეღარასდროს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, თუ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე აგენტურას, რომელსაც დღეს გლობალური ომის პარტიად მოვიხსენიებთ. სწორედ გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან გვიწევს ბრძოლა,” – ამბობს ივანიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share