ქართული გარეგნობის, მაგრამ რუსი ოლიგარქი ლაპარაკობს უტიფრობას, კრემლის გზავნილებს – ბარამიძე

„ქართული გარეგნობის და ეთნიკურობის, მაგრამ რუსი ოლიგარქი, რომელმაც ჩაიდო ჯიბეში საქართველო და ლაპარაკობს უტიფრობას, კრემლის გზავნილებს,“ – ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე.

ბარამიძის თქმით, მშვიდობაზე ოცნების ლიდერების აპელირება, სიცრუეა, რადგან საქართველოში ოკუპაციის ხაზი გადმოწეულია.

გარდა ამისა, ბარამიძისთვის გაუგებარია გლობალური ომის პარტიაზე საუბარი და აპელირება ოცნების მხრიდან.

”ქართული გარეგნობის და ეთნიკურობის, მაგრამ რუსი ოლიგარქი, რომელმაც ჩაიდო ჯიბეში საქართველო და ლაპარაკობს უტიფრობას, კრემლის გზავნილებს, ცუდადაც კი კითხულობდა, რასაც დაუწერდნენ იმას წაიკითხავს და რაღაც მოიგონეს გლობალური ომის პარტია – თითქოს გლობალური ომის პარტია თან დასავლეთია, თან ვითომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა. თქვეს, რომ თითქოს ევროპელი მეგობრების წინააღმდეგობის მიუხედავად, მიგვიღია თურმე კანდიდატის სტატუსი, ანუ გერმანელების, ფრანგების, პოლონელების წინააღმდეგობის მიუხედავად მივიღეთ?“ – ამბობს გია ბარამიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share