ოკუპანტების მუქარა – სოფელ ორჭოსანთან ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკრაინის დროშის ფერებში შეღებვის და უკრაინის მხარდამჭერი ტექსტის დაწერის გამო საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათი თქმით, ისინი აღნიშნულ ინციდენტს ინციდენტების პრევენციის რეაგირების მექანიზმის ჩანიშნულ შეხვედრაზეც დააყენებენ.
სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებმაც ბანერებზე “დიდება უკრაინას” დააწერეს ცხინვალის ციხეში მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათი თქმით, ისინი რუსეთის ქმედებას გმობენ და კვლავ დაამონტაჟებენ უკრაინის მხარდამჭერ ტექსტებს.