რატომაა საჭირო სიცოცხლისათვის ყვითელი ფერი
დაიცავი ყვითელი ზონა და მეტად დაიცავ ამინომჟავების ბალანსს———სიცოცხლის ერთადერთ გარანტს.
მზე ყვითელია. საერთოდ, რაც ყვითელია, მეტ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გვმატებს. აზიის ქვეყნებში ძველთაგანვე ,ყვითელი ფერი დარდის და გლოვის აღმნიშვნელია. ეს მინიშნებაა დაფიქრდნენ, რატომ ვერ გაუფრთხილდნენ სიცოცხლეს და ამიტომაც გლოვობენ მის დასასრულს. სიცოცხლე იყო და არის ყვითელ——- იგივე ოქროსფერ ფერებში. ევროპაში წინა საუკუნეების მედიცინაში , ყვეთელი ჯვარი იყო სასიკვდილო დაავადების —შავი ჭირის აღმნიშვნელი. ა ნუ ყვითელი, გაფრთხილებაცაა სიცოცხლის შეზღუდვაზე. ყვითელში სიცოცხლე იგულისხმება. უძველეს საბერძნეთში, ღმერთს ყვითელი ფერის თმით გამოსახავდნენ. ევროპის ,ზოგ სამედიცინო აპარატურის ცენტრებში მომსახურე პერსონალს ყვითელი ფორმა აცვია. რადგან ,ისინი რეკლამას უწევენ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარებიან ადამიანებს. ამერიკაში ყვითელი ,სიცოცხლის და სიყვარულის სიმბოლოა. ყვითელი ფერი აღმოსავლეთის ქვეყნებში , ყოველთვის იყო ბედნიერების, ჯანმრთელობის და კარგად ცხოვრების სიმბოლო. იაპონიაში- ყვითელი—–აქტიურ, ჯანმრთელ, კეთილ ადამიანს ნიშნავს . საუკეთესო მინიშნებაა ამ ბრძენი ქვეყნიდან. კეთილი ადამიანი უფრო ჯანმრთელია. ის ყველა დაავადებას დაძლევს. ისლამში, ყვითელი ფერი დიდი გონების აღმნიშვნელია. ინდური რელიგიის გამომსახველი თვალსაჩინოებები ყველა ყვითელია. ბუდისიტებს ყვითელი მოსასხამები აცვიათ. ინდურ სავაჭრო ცენტრებში წარმატებისთვის ,მთავარი ლოგო და ფონი ყვითელია. ფერრარის და იკეას ბრენდებს ყვითელი ლოგო აქვთ.
მეცნიერებაში ყვითელი ფერი ასოცირებულია——–ბედნიერებასთან, აზროვნებასთან, ინტელექტთან , სამყაროსთან, ლომთან, მზესთან, იმედისმომცემ განწყობებთან. ყვითელი, მსოფლიოში ლიბერალიზმის სიმბოლოდ ითვლება. მედიცინაში ყვითელ ყვავილებიანი მცენარეები, დაწყებული წმინდა იოვანეს ვორტიდან ,სიცოცხლის დიდ საიდუმლოს დაატარებენ და ინახავენ. სასწაულმოქმედი თვისებების გამო, ხშირად ამიტომ ვერ ვიყენებთ წმინდა იოვანეს ვორტს. რადგან, ჯერ ცდები მიმდინარეობს და მაინც ბოლომდე ამოუცნობია. ბოლომდე ამოუცნობის გამოყენება და უზუსტობა მედიცინაში სასიკვდილო რისკებთანაა დაკავშირებული. ნეგოს ყვითელ ყვავილს, რომელიც ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ გამოიყენება, ამიტომ ჰქვია——-უკვდავა. ანუ ყვითელი ფერი თუ მართე ორგანიზმში, სიკვდილი შორს იქნება შენგან. მზესუმზირას ყვითელი ყვავილებისგან შექმნილი ფოსფოლიპიდური მედიკამენტები , ახდენენ ახალი სასიცოცხლო ღეროვანი უჯრედების შექმნას .რამდენი ღეროვანი უჯრედიც აქვს ადამიანს, იმდენ დღეს ცოცხლობს. ყვითელი ფერი სიცოცხლის წყაროა და ასევე, მისი დასასრულის საფრთხის მანიშნებელიც. მზესუმზირაზე და ასევე ყვითელი ფ ერის ხილზე ალერგია სასიცოცხლო გაფრთხილებაა.
ყვითელთან დაკავშირებული ჩივილი სასიცოცხლო გაფრთხილების სიგნალია . სახის ყვითელი ფერი დაავადებებზე გაფრთხილებაა. ღვიძლის მექანიკური სიყვითლე, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის დასასრულის მანიშნებელია. რადგან ,ორგანიზმში უკანასკნელი სასიცოცხლო ყვითელი მონაკვეთი იშლება. ორგანიზმის ყვითელი სპექტრი რომ დაზიანდება ან ყვითელი მარაგი რომ ბოლომდე იშლება, სიკვდილის ზოლი გამოჩნდება. არიან ადამიანები, რომლებსაც ფაფებზე გული ერევათ, მაგრამ გოგრის ყვითლად მბზინვარე ფაფას სიამოვებით ჭამენ. ზეთში შესრულებული ფერწერის ნიმუშს, სადაც ყვითელი ფერია დომინანტი, ადამიანი თვალს ვერ წყვეტს და დიდხანს უცქერს. რადგან , ყვითელი ფერიდან ენდორფინები -ბედნიერების ჰორმონები ჭარბად იღვრებიან და სიცოცხლის სტიმულს აღვივებენ. წარმოდგინეთ, მდელოზე მარტო შავი, ყავისფერი ან ნაცრისფერი ყვავილებია. ენდორფინების გამომუშავება მომენტალურად შეგიწყდებათ და საჯანმრთელო სტიმულებიც. პირიქით იქნებოდა წითელ,ყვითელ ყვავილებიან მდელოზე. მეცნიერულად დადასტურებულია,თაფლის 30 პროცენტიანი ხსნარი,რომელიც კაშკაშა ყვითელია, სისხლის პლაზმის სრულ იდენტობას წარმოადგენს. ყვითელი ზონის ბალანსი, დაცვა და გაფრთხილება ორგანიზმში , ხანგრძლივ სიცოცხლეს შეესატყვისება. ორგანიზმის ყვითელი ზონის ლიდერი — ღვიძლია. ასიათასობით ფიზიოლოგიური რეაქცია ,რაც ორგანიზმში უწყვეტად ხორციელდება, ყველა ღვიძლში მიმდინარეობს. დაავადებას იწყებს ტვინი. ადამიანი კი იმდენს ცოცხლობს , რა სიჯანსაღისაცაა ღვიძლი. ღვიძლში ხდება ამინომჟავების სინთეზი. მეცნიერთა დასკვნით, ამინომჟავებში წინასწარ ჩაწერილია ადამიანის სიცოცხლე —–დაბადებიდან სიკვდილამდე. დაიცავი ყვითელი ზონა და მეტად დაიცავ ამინომჟავების ბალანსს————სიცოცხლის ერთადერთ გარანტებს.
ყველაზე რთული, სიცოცხლისათვის საშიში სიყვითლეები ბილირუბინის რღვევასთან და შესაბამისად, ცვალებადობასთანაა დაკავშირებული .ბილირუბინის უჯრედების პრობლემა , ღვიძლის დაზიანების გამოკვეთილი მაგალითია——ღვიძლის კიბო, ციროზი, ჰეპატიტები, მონონუკლეოზი. ეს დაავადებები, სიყვითლის სინდრომის პრობლემის ფონზე არიან . სიყვითლის სინდრომი არ ნიშნავს, ყოველთვის ღიად გამოხატულ სიყვითლეს. მონონუკლეოზზე ნამდვილად არ არის ისეთი ზედამხედველობის მეთოდები დამკვიდრებული, რაც აუცილებლად უნდა იყოს სიცოცხლის აშკარად დასაცავაად. გადატანილი მონონუკლეოზი ნიშნავს, ქრონიკულად დაზიანებულ ღვიძლს, მოშლილი უამრავი ფუნქციით. ორგანიზმში ყველაზე მეტი დამანგრეველი ციტოკინები გადატანილი მონონუკლეოზის ფონზეა. ამიტომაც ახლავს ხშირად მას——- გაქრონიკულებული სუბფებრილური ტემპერატურა. რომელიც ღვიძლის ქრონიკულ ანთებას შეესაბამება. ეს სამწუხაროდ ხან—— ეს არაფერიას ჩამონათვალში შედის ,მაგრამ, ორგანოების ნელა გადაგვარებას უპირობოდ ახდენს. სიყვითლის სინდრომით მიმდინარე დაავადებების, მათ შორის უმკურნალოდ მიგდებული მონონუკლეოზის ცნობილი თერაპული გართულებებია———ღვიძლის ციროზი, სისხლდენები, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა. უფრო საშიშია ლატენტურად გადატანილი მონონუკლეოზი. მის დამზიანებელ შედეგებს ძალიან ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. სტატისტიკურად, ძალიან ხშირია აღწერილი შემთხვევები, რომ ის ანგინაში ეშლებათ.
სამწუხაროდ არის შემთხვევები, რაც უკიდურესი აბსურდი და უცოდინარობაა , ჟილბერის სინდრომზე ———-ეს არაფერიას თქმა. ჟილბერის სინდრომი მოსახლეობაში ძალიან ხშირია და ბევრმა არც იცის თუ აქვს. მას არც თუ მცირე სტატისტიკა აქვს. ამ სინდრომის სათავე გენების მუტაციებია. კერძოდ გენი——UGT1A1 აკონტროლებს ღვიძლის ფერმენტს——გლუკურონილტრანსფერაზას. რომელიც ბილირუბინის გარდაქმნის რეაქციებს ახდენს .მუტირებული გენი ამას ვეღარ აკეთებს. ფერმენტები ბევრია დაქვეითებული .ბილირუნინი ხშირად იმატებს. ჭარბი ბილირუბინი ყველზე მეტად ჰორმონებს აზიანებს. ჟილბერი ,სიყვითლით ხშირად არ არის გამოხატული და შეიძლება რომელიმე ეს გამოვლინება ჰქონდეს——-მუცელში პერიოდული უსიამოვნო შეგრძნება; პერიოდული სისუსტე, აშლა ან ყაბზობა ,შებერილობა, პერიოდული თავბრუხვევა. ბილირუბინი უნდა აკონტროლოთ და ღვიძლის ფუქციების სწორი მკურნალობით დაირეგულიროთ. ისევ შეგახსენებთ ——ღვიძლის 500მდე ფუნქციაა ევროსტანდარტით. რახან მომატებული ბილირუბინი ოქსიდაციურ სტრესს ებრძვის და შესაბამისად გულის დაავადებებს არ ამწვავებს, ნაკლები დიაპაზონის აზროვნებით ეს ხან კარგ ვარიანტად ჩაითვალა. მაგრამ, თუ ჟილბერი არ აკონტროლე ანუ ღვიძლის ფუნქციები არ გააჯანსაღე , დაზიანებული ღვიძლი ყველა ორგანოს დააზარალებს, მათ შორის დინამიკაში გულსაც. ჟილბერის დროს ღვიძლის ფუნქციების გაუკონტროლებლობა ჩამორჩენილი მიდგომაა და ადამიანებს პერმანენტულად აზიანებს. ეს არ არის ღვიძლის პრობლემის რეტროსპექტიული გააზრება.
სტატისტიკურად თავბრუხვევების უმრავლესობა, არაპირდაპირი ბილირუბინის მატებაა ღვიძლში. ,ჟილბერიც არაპირდაპირი ბილირუნიბის მატებით მიდის.
თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სტატისტიკით——-სიმსივნეების წარმოშობაში 85 პროცენტი პარაზიტების მონაწილეობაა. ჩვენთან ჯერ არ არის პარაზიტებზე მკურნალობის არც სქემები და არც მიდგომები. პარაზიტების ეწ წამალი ამ პრობლემის მკურნალობა არ არის. რადგან, სტიქიური მიდგომით, შეიძლება აუცილებელი, მავნე ორგანიზმების და კიბოს უჯრედების განადგურებაზე მომუშავე პარაზიტები განიდევნოს და ადამიანი უფრო რო დაზარალდეს ფიზიკურად. ა სკარიდა, რომელსაც სტატისტიკურად, ყველაზე დიდი როლი აქვს სიმსივნეების პროვოცირებაში და ასევე აუტოიმუნური დაავადებების წარმოშობაში, პარაზიტის ერთი სტიქიური წამლით ხან ღიზიანდება და უფრო აგრესიულად დამზიანებელი ხდება. პარაზიტის მკურნალობა იმ ორგანოს და იმ სისტემის მკურნალობით იწყება, სადაც ის მავნეობს. პარაზიტებს, განსაკუთრებით, გონიერებით გამორჩეულ ასაკარიდას , აშინებს და ეზიზღება ყვითელი ფერი . ყვითელ პროდუქტებზე მათ ისეთი ტოქსიკოზი აქვთ, რომ გამრავლების უნარი ეკარგებათ. ა მიტომ ფრთხებიან და გარბიან პარაზიტები ნაწლავებიდან————-თაფლზე, ფორთოხალზე, გრეიფრუტზე, გოგრის კურკებსა თუ ფაფაზე, ყვითელ ოსპზე, ლიმონზე და სხვა ყვითელ პროდუქტებზე. შედარებით მარტივია მათი განდევნა ნაწლავებიდან. რა თქმა უნდა პრობიოტიკული ფლორის და ფერმენტული აღდგენის ფონზე. ურთულესია მათი განდევნა ორგანოებიდან .სწორედ ამ დროს არის სიმსივნეების თანხვედრა. მარტივი რომ იყოს პარაზიტების სანაცია ,ამდენი კიბო არ იქნებოდა სამყაროში. ორგანოებიდან პარაზიტების გაწმენდა უკვე კომპლექსური მკურნალობის ნაწილია და არასოდეს გამოვლენ ამ ორგანოს გაჯანსაღების დაწყებამდე. ყვითელი საკვები ამ პოზიციაში ყოფნის დროსაც ტოქსიკურია მათთვის და ერთგვარი გამწმენდია. ყვითელი ფერი იცავს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ყვითელი ფერი—— ებრძვის , აშინებს, აბრკოლებს ორგანიზმის როგორც ენდოგენურად ჩასახლებულ პარაზიტებს და სხვა მავნებლებს, ასევე ებრძვის ახლადშეჭრილ ანტიგენებს, ვირუსებს, მიკრობებს, ბაქტერიებს, კოკებს .
თრომბში და ამილოიდებისგან შეწებებულ ქოლესტერინში ყოველთვის პარაზიტებია. რაც უფრო მწებარე და აგრესიულია თრომბი და ამილოიდური გროვებისგან შექმნილი ქოლესტერინი , უფრო დაუმორჩილებელია პარაზიტები. მათ უყვართ უზრუნველი ცხოვრება სხვის ხარჯზე. ამიტომაც შეარქვეს ადამიანებმა, სხვის ხარჯზე მცხოვრებ ადამიანურ ტიპაჟებს პარაზიტები . თრომბი ტკბილია . პარაზიტებს განსაკუთრებით უყვართ თრომბებში ცხოვრება დ ა ტკბილი რძე. ტკბილი რძის მოყვარულ ბავშვს ყოველთვის ჭარბი პარაზიტები ჰყავს. თრომბული მასები და ამილიოდებისგან შექმნილი ქოლესტერინული შლაკები კიდევ უფრო მწებარე ხდება პარაზიტული ლორწოსგან. რადგან ,პარაზიტები ანგრევენ ცისტეინის და ცისტინის ცვლებს, რომელი ამინომჟავებიც ლიმფის, სისხლის და ქსოვილოვანი სითხის ნორმულ კონსისტენციაზე არიან პასუხისმგებელი. ამიტომ სიმკვირივისკენ , წებვადობისკენ მიდრეკილება იზრდება როგორც თრომბის , ისე ამილოიდური ქოლესტრეინული შლაკის დ ა ზოგადად ქსოვილების. ე ს ერთ-ერთი წამყვანია მექანიზმია —–ცისტის, კისტის, პოლიპის, ფიბროზის, მასტოპათიის, კენჭის და სხვა მსგავსი წარმონაქმნების შექმნის პროცესში. ანტითრომბული საკვებიდან განსაკუთრებით ვიყენებ პაციენტებში ყველაფერ ყვითელს—–ყვითელ ქლიავ ს ,ყვითელს ბულგარულ წიწაკას, გოგრას, სტაფილოს , ლიმონს და სხვა მსგავს პროდუტებს თრომბის სამკურნალოდ. მედიცინაში ცნობილია,რომ ყვითელი ხილი თრომბის და ამილოიდური ქოლესტერინის განეიტრალებაზე დადებით შედეგით გამოირჩევა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ პარაზიტები ძალიან ითრგუნებიან ყვითელ ფერზე. ისინი თითქმის დამბლავდებიან და ტოქსინების გამოყოფის უნარს კარგავენ. რაც თრომბის ან ქოლესტერინული შლაკის წებვადობას ადვიალდ შლის ამ დროს, სხვა შესაბამისი მედიკამენტების დახმარებით. საერთოდ, ყვითელი ფერის საკვებში თუთია დომინირებს. მისი სასიცოცხლო მნიშვნელობა შეუფასებელია. თუთიის ცვლის მოშლით სიკვდილის გზაზე დგებ ა ადამიანი. ცვლის მოშლას ხაზს ვუსვამ. მეტობა მეტად დამზიანებელია ვიდრე ნაკლებობა ნებისმიერი ნივთიერების. ბალანსირებული თუთია შუქნიშანივით ანათებს ორგანიზმში და აფრთხობს პარაზიტებს. ნებისმიერი მძიმე დაავადების დაწყების წინაპირობა, მათ შორის კიბოს——– თუთიის ცვლის მოშლაა. დიაბეტი მხოლოდ თუთიის დაცემის შემდეგ გამოვლინდება. ნიგოზი თუთიის ჭარბად შემცველია .ამიტომაა ყვითელი და უნივერსალური საკვები. პარაზიტებს უყვართ ორგანიზმის დაზიანებული ადგილები. იქ სადაც ისინი ჩასახლებული არიან, იმ ორგანოს და იმ სისტემის დიდი პრობლემაა.
.საზამთროს მურაბა იმიტომ ყვითლდება, რომ ციტრულინში სიცოცხლის საიდუმლოება იმალება. ციტრულინის ცვლის მოშლა ღვიძლის და ტვინის განადგურებაა. ეს ბევრჯერ ავხსენი შარდოვანას ციკლის ახსნის დროს.
ყვითელი ფერი არა მარტო საკვებით, არამედ ვიზუალურადაც ეხმარება იმუნიტეტის აწევას. რადგან შემოაქვს სიცოცხლის მუხტები .ყვითელი ფერი არის გარანტი——–ეპიფიზს ხელი შეუწყოს, მოიზიდოს მეტი სიცოცხლე გარემოდან . ეპიფიზსს როგორც მას ზე სტატიაში ავღნიშნე, თანამედროვე მსოფლიოს ყველაზ ე ავტორიტეტულმა, მედიცინის მეცნიერებმა ——–ღმერთის მეთვალყურე უწოდეს ადამიანის ორგანიზმში. წითელი ფერი ეხმარება ყვითელს. საბჭოური რუსული დოგმით, წითლის და ყვითლის შეხამება მდაბიო სტანდარტი იყო. რადგან ,ისინი ნერგავდნენ შიშის სინდრომს ადამიანი მორჩილი რომ ყოფილიყო. ამისთვის შინაგნად გაუხსნელი და პირქუში ფსიქიკა უნდა ჰქონოდა. ამიტომ, ნაცრისფერი და მუქი ფერების გავლენ ა იყო. ცნობილი ევროპელი რამდენიმე დიზაინერის ფერებში წითლის და ყვითლის კომბინიაცია ა გამოკვეთილი. აუცილებლად უნდა იქონიოთ რამე ყვითელი———აქსესუარი ან ფარდა ან თეთრეული. ყვითელი ტანსაცმელი წელიწადში რამდენიმეჯერ მაინც უნდა ჩაიცვათ. ხან უნდა შეხედოთ რაღაც ყვითელს. ქვეცნობიერის ფენა რომელიც მეტაბოლიზმს მართავს, ითხოვს ფსიქოლოგიურ შრეებში, ვიზუალურად აღქმული ყვითელი ფერის დაფენას . ამიტომაა, მეტაბოლიზმი , ხან ყვითლის ვიზუალური აღქმით ძლიერდება. კვებით კი მითუმეტეს. ჰოპოთირეოზის ,ასევე დაბალი წნევის, ბრადიკარდიის ანუ დაბალი პულსის, დეპრესიის , ყაბზობის, დროს ჩემს პაციეტებს ანტიოქსიდანტების ჯგუფიდან ყვითელ ხილს ვუნიშნავ ენერგო სტიმულაციისთვის .მაგიდაზ ე სანელენლებში მუდამ უნდა იყოს ყვითელი დარიჩინი და კურკუმა. პერიოდულად მათი დახმარება ქოლესტერინს უფრო ასტაბილებს, ამინომჟავების მექანიზმებზე ზუსტად და თანმიმდევრობით გაყოლის ფონზე .
ქვეცნობიერში, ყვითელი სრული სიმშვიდის ზოლია. ყვითლის დომინანტობა არისტოკრატული სულის ნიშანია . ყვითელი ფერი ზედმეტად გულიანებს და კეთილებს უყვართ .ასევე ,ლიდერის უნარის მქონეებს . ადამიანებს რომლებსაც უყვართ ყვითელი ფერი და ხშირად ვერ იყენებენ, მათ ბავშვობაში მცირე სულიერი ტრავმები აქვთ მიღებული. მიუხედავად გარეგნული სითამამისა, ისინი შინაგნად მორცხვები და შებოჭილები არიან. მეცნიერთა დასკვნებით——————–ყვითელი ფერი იძლევა დიდ ენერგიას, ა ძლიერებს ძალას, მატებს ოპტიმიზმს, ქმნის დადებით ემოციებს, ბადებს სტიმულს და გაფრქვევს დადებით მუხტებს, გამოსცემს სამკურნალო სინათლეს, ააქტიურებს სასიცოცხლო რეაქციებს; აჩერებს ვირუსებს, აბრკოლებს ბაქტერიების გამრავლებას; აშინებს კიბოს და პარაზიტებს ;აკეთილშობილებს და სიხარულს ანიჭებს ადამიანებს ;წმენდს ფსიქიკას ფსიქოლოგიური ჭუჭყისგან ;შთაგონებას აძლევს ტვინის სკლეროზულ უბნებს, აამოძრავებს გაქვავებულ ქოლესტერინულ შლაკებს;აჩე რებს დაბერებას. ყვითელი ხილი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. ანუ აჩერებს დაბერებას და და წმენდს——– თავისუფალ , კიბოს რადიკალებს, ქოლესტერინულ ამილოიდებს, თრომბებს და სხვა. ყვითელი პიგმენტები და ფერმენტები სიცოცხლეზე გამალებით მუშაობენ. პიგმენტი აყვითლებს———სტაფილოს, გოგრას, ნესვს, მანგოს და სხვებს .ყვითელი ფერის, თუნდაც, შემჩნევაზე ფიჭვის ჯირკვალი მედიტაციის და იოგას შედეგს უფრო სრულყოფილს ხდის. დაცინვა ყვითელ მონაკვეთს კეტავს ორგანიზმში და მის აღდგენას , მსხვერპლსა თუ დამცინავში იმუნიტეტის დიდი დანახარჯები აქვს.
ბავშვთა ფსიქოლოგიაში დიფერენცირდება———ყვითელი, წითელი, შავი, ნაცრისფერი და ასე შემდეგ ბავშვები. ყვითელი ბავშვი ანუ ყვითელის ქვეცნობიერად ღრმად აღმქმელი და მოყვარული ბავშვი არქიკრეატიულია. სუპერინტელექტისკენ მიდრეკილი. ის ვერ კონტაქტობს ბევრთან და ყველა ტიპის ადამიანთან. მისი სულის სისუფთავე არ უნდა რომ დააბინძურონ ადვილად. მისი ფსიქიკა იმდენად სუფთაა, რომ ქვეცნობიერად ცდილობს, სხვისი სტიქიური , უხეში აურით არ დაიბინძუროს, თავისი, უსაზღვროდ კეთილი ვარსკვლავებით მოფენილი ფსიქიკური ველი . ყვითელი ფსიქოლოგიური ტიპაჟის ბავშვი, ხშირად აუტიზმის მქონეში ერევათ . ანუ ყვითელია და აუტისტი ჰგონიათ. ყვითელი ბავშვები მხიარული და ორიგინალურები არიან. თუმცა , ცუდში ათქვეფის შიშის გამო ძალიან ჩაკეტილები. ისინი პროგრესული და კრეატიული არიან. თუმცა იმდენს ფიქრობენ, რომ სულ ცდილობენ საქმის დაწყება გადაავადონ .რადგან, ძალიან პასუხისმგებლიანი არიან. როცა ტვინთან დაკავშირებული დაავადებით ვსინჯავ ბავშვს და ვაკვირდები ,ჩემი ტვინი ამ დროს ბევრ ფაქტს და თეორიას უტრიალებს . შეშინებული მშობელი ცდილობს დამადასტურებინოს რომ——- ეს ხომ ნორმაა. მეკი უკვე გავიფიქრე —— ნორმაა და თანაც გენიალური ,ეს ხომ ყვითელი ბავშვია .ყველა ფსიქოლოგიური ფერის ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და მკურნალობაც განსხვავებულ შტრიხებს შეიცავს. როგორც ბოტანიკამ გვასწავლა, სამყაროში არცერთი ორი ფოთოლი ,ზუსტად ეთმანეთს არ ჰგავს. ადამიანთა ფსიქიკები ინდივიდუალურია. ყველას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. ყვითელი ადამიანები საზოგადოების განძი და სიმშვიდეა. ისინი არასოდეს პასუხობენ ბოროტებას ბოროტებით. მიუხედავად იმისა, ძალიან პრინციპულები და ამაყები არიან.
მეცნიერება ყვითელ ფერთან ყველაზე მეტად ასოცირებს ——–ლომს, ოქროს, მზეს, ტოპაზს, საფირონს, ნესვს, ბანანს, კარაქს. მეტაბილისზმის სიღრმისეული უცოდინარობის გამო , მედიცინაში ხან ბევრი რამ უკუღმაა აღქმული. თუ კარაქი ნატურალურია, ბალახისმჭამელი ძროხის რძიდან და სახლის პირობებშია გაკეთებული, ის შეიცავს ლაურინის მჟავას რომელიც წონის მარეგულირებელი და უკიდურესად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
როგორც ანატომიური, კონსტიტუციური და ფიზიოლოგიური ი ტიპაჟებით, ასევე ფერების ფსიქოლოგური ჯ გუფით განსხვავებულ ბავშვებს და ზრდასრულებს, ექიმის მიერ ინდივიდუალური აღქმა და მკურნალობა სჭირდება. ადამიანი სამყაროს ნატეხია. მას ვერ მოაქცევ დოგმებში.
ყვითელი ფერი მზის შვიდი სპექტრიდან ერთ-ერთია . იგივე ოქროსფერია. სიცილი, ჯანსაღი ხუმრობა, კეთილი იუმორი ყვითელია და ოპტიმიზმს გამოსცემს. სითბოს და მხიარულებას ქმნის .დაბალი წნევის ,დაბალი პულსის ,ჰიპოთირეოზის, ყაბზობის ,დეპრესიის დროს , ყვითელი ფერის დეფიციტია ფსიქიკაში. .ჯანმრთელობა დათრგუნულია თუ ეპიფიზი ვერ ახერხებს ყვითლის ბოლომდე აღქმას და ან მიღების სურვილი არა აქვს .
კანის მოყვითელიო ფერი სახეზე, გვაძლევს სიგნალებს ღვიძლის გაუარესებულ ჯანმრთელობზე .სახის მოყვითალო ფერი ხშირად მარტო ღვიძლის გაუარესების ნიშანი ჰგონიათ ძველთაგანვე. ეს არა მარტო ღვიძლის და პანკრეასის დაზიანების გამოხატულებაა, არამედ ფარისებრის დიდი პრობლემის ნიშანია. ამ დროს დაზიანებული ფარისებრი ჯირკვალი ქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს. ისინი ბეტა კაროტინს ამსხვრევენ, რაც იძლევა სახის მოყვითალო ელფერს. მოყვითალო კანის ფერი მინიშნებაა და გაფრთხილებაა ასევე, არასაჭირო მედიკამენტების მიღებაზე. მოყვითალო კანი სახეზე დროეულად გვეხმარება გამოვიცნოთ ღვიძლის დაავადება და სიმსივნეები. ბავშვებს მოყვითალო სახის ფერი აქვთ , დაზიანებული სანაღვლეს პარაზიტებით ინვაზიის დროს. ახალშობილთა სიყვითლე გაფრთხილებას გვაძლებს , რომ ბავშვი დაბადებულია ალფა1 ანტიტრიფსინის დეფიციტთ და მთელი ცხოვრება ექნება ან კენჭის ან ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ან სისხლის პრობლემები.
როცა კანის ძლიერი სი ყვითლეა, ბილირუბინი მომატებულია და ან ჰეპატიტია ან კიბო ან ციროზი ან ძლიერი ასკარიდოზი. ანუ ყვითელი ფერი, როგორც სიცოცხლის ფერია, ისე გაფრთხილებაა დიდი პრობლემის შესახებ.
როგორც ყველაფერში ,ყვითელ ფერშიც ბალანსი და ზომიერებაა საჭირო. ჭარბად გამოყენება დაუშვებელია. აჩქარებს გრძნობებს და ააგზნებს ადამიანს. ფსიქოლოგთა დასკვნით——მთლად ყვითელ გარემოს თუ შექმნი, ნაკლებად მომთმენი იქნები .
მედიცინაში ჭარბი ყვითელი, ზედმეტი სეროტონინია. ყვითლის სულ გამორიცხვა სეროტონინის დაცემაა და ბევრი პათოლოგია ,მამაკაცური ფუნქციების კვდომის ჩათვლით. ნაკლები სეროტონინი სასიცოცხლო ფუნქციების შესუსტებაა. ზედმეტი სეროტონინი კი , სასიცოცხლო ფუნქციების პათოლოგიური აჩქარებაა. ნორმაში სეროტონინი—— ნიშნავს ჯანმრთელობას. ისეთი მნიშვნელოვანი ჰორმონია, ადრე ამინომჟავებთან ერთად მოიაზრებოდა. როგორც სეროტონინის აჩქარება, ისე ყვითლის სიჭარბე დაკავშირებულია———- ფსიქოზებთან, ღვიძლის დაზიანებასთან, ფილტვის დაავადებასთან, ძლიერ— ფარულ თუ ღია ჩიყვებთან, დიარეასთან, ტაქიკარდიასთან, მაღალ წნევასთან, ქოლესტერინის სიჭარბესთან ,ჰორმონალურ მოშლებთან, გაქრონიკულებულ ტემპერატურებთან, ძლიერ თრომბოზებთან. ასევე სხვა პათოლოგიებთან და სიმსივნეებთან. რადგან ამ დროს მოჭარბებულია ამინომჟავები, მინერალები და ვიტამინები ნორმის ზევით, რაც რთული პათოლოგიების ნიშანია. ყვითლის ზომიერი ჩართვა სეროტონინის ბალანსს ეხმარება. ზომიერად მცირე ყვითლი თ ცხოვრების გაფერადება სასიცოცხლოა. ყვითელი უნდა დააბალანსო. მისი სრული იგნორირება რასაც ძირითადად ხალხი აკეთებს——დაავადებებისადმი განწყობებს ქმნის.
ყვითელ ფერს მართავს ტვინის მარცხენა ჰემისფერო. ის ტვინის მარჯვნი ნაწილიდან წამოსულ აგზნებებს ანეიტრალებს. შფოთის, აგზნების, ფსიქიკური პრობლემის, ჰიპერთირეოზის ,სეროტონინის სინდრომის ,ქოლესტერინის სიჭარბის, თრომბოზის , დიარეის, ტაქიკარდიის ,გაქრონიკულებული ტემპერატურების , მაღალი წნევის დროს, ერიდეთ ზედმეტ ყვითელს. სასურველია ცოტა და ხანდახან, სიცოცხლის სატატუსის სიმყარისთვის. ზედმეტი ყვითელი ამ დროს არ შეიძლება, რადგან ამ დაავადებების ბალანსი დარღვეულია აგზნებისკენ. მაგრამ, ყვითელი ფერის სულ იგნორის დროს, ტვინის მარცხენა ჰემისფეროს ძალდატანებითი დათრგუნვა ხდება. ყვითელი ფერისადმი ინტერესის სრული ჩაქრობის დროს , ტვინის მარცხენა ჰემისფერო ტვინის მარჯვენა ნაწილიდან წამოსულ ჭარბ აგზნებებს ვეღარ ანეიტრალებს. ეს ერთი დიდი მიზეზია ——-სეროტინინის სინდრომის, შფოთის, აგზნებების, ფსიქიკური დაავადებების, დიარეის ანუ აშლილობის,ჰიპერთირეოზის, ტაქიკარდიის,თრმბოზის, გაქრონიკულებული ტემპერატურების, ქოლესტერინის სიჭარბის მაღალი წნევის და სხვა. ვიმეორებ ————ამ დაავადებების ერთი დიდი მიზეზი ტვინის მიერ ყვითლის არასრულფასოვანი აღქმაა. რადგან, დაავადებების რეალური და თანამედროვე მეცნიერების საფუძვლებით შეცნობა ჯერ კიდევ უცხო ა ბევრისთვის. მაგრამ, მედიცინა და საერთოდ სიცოცხლე ფსიქოლოგიურ ბაზისზეა დაყრდნობილი. ეს უამრავჯერ ავხსენი და უმოკლესად ვიტყვი. ადამიანის ანატომიურ-ფიზიოლოგიური რყევები და შესაბამისად დაავადებები უპირველესად ანატომიური ფიზიოლოგიური არასოდეს არ არის. ჯერ ცნობიერება იბზარება და შემდეგ გადადის ანატომია ფიზოლოგიაზე პათოლოგიური პროცესები. ადამიანის სიკვდილს განაპირობებს არა დაავადებები, არამედ უპირველესად გარემოს ფერები , ფორმები , ახლოს მყოფი ადამიანები და მათი განწყობა ამ ადამიანისადმი. მათი ქმედებებისგან აღქმული შეგრძნებები .ნ აჯახით მიყენებული ჭრილობა შეხორცდება, მაგრამ გაბზარული ფსიქიკა ვერასოდეს . მედიცინაში ნებისმიერი ღირებული სამეცნიერო შრომები და დასკვნები ,რაც ახლა ევროპასა და ამერიკაში იქმნება, ფიზიოლოგიური გადახრების შეწავლის შემდეგ, ყველა მტკიცედ ადასტურებს , რომ დაავადების დაწყებაში წამყვანი——–სტრესია .როგორც ხშირად ვამბობ—- არც კი გაცივდები, თუ ფსიქიკამ სტრესული აზრები არ ჩაიხვია. სტრესი ანგრევს ჰორმონებს . რისი შედეგია დაავადებები. ამის მაგალითი ახლახან ავღწერე. სეროტონინი ჰორმონია, რომლის დაბალანსებაში ყვითელი ფერის ზომიერება გადამწყვეტია, ამინომჟავების და ვიტამინ მინერალების დაბალანსებასთან და ციტოკინური სიჭარბის განეიტრალებასთან ერთად.
პირად ექიმს შეუძლია საუბრით და ანალიზების განხილვითაც კი დაადგინოს , რომელი ფერია პაციენტი და რა დოზითაა ეს ფერი მასში.
ევროპაში ჭახჭახა ყვითელი ბანერებია მაღაზიის რეკლამებზე. მომხმარებელს ტვინის აღქმა და სურვილები რომ აუჩქარდეს და მაღაზიაში შევიდეს. ოქსფორდში ყვითელი დღეა დაწესებული გონების გასახსნელად და ახალი ინფორმაციების უკეთ აღქმისთვის. ზოგ ამერიკულ სკოლებში ყვითელი დაფა და რვეულებია. მოსწავლეს ტვინი ეხსნება მეტად და უფრო იმახსოვრებს. ტვინი მართავს ყველა დაავადებას. ტვინის დაზიანების გარეშე არცერთი დაავადება არ გამოვლინდება. ტვინს არ უყვარს ზედმეტი ყვითელი, მაგრამ, ტვინი იფიტება ყვითლის პერიოდული აღქმის გარეშე.
. ყვითელი ფერის კონტაქტების ბალანსი უფრო მკვეთრად რა დაავადებების დროს უნდა ვიცოდეთ——–ღვიძლი, ელენთა, კანი, კუჭი, ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი, ფილტვები ,პანკრეასი .კიბო კანის გავლით შემოდის და ყვითელი თვალი და კანი საგანგაშოა. მოყვითალო კანი ნიშნავს——–პანკრეასი უკვე ფარხმალს ყრის და ბრძოლის უნარს კარგავს. ფარისებრი კი დიდი ხანია გასაჭირშია.
შარდი ნორმაში ჩალიფერია. პათოლოგიების დროს ღია ყვითელია ან მუქი ყვითელი. შეყვითლებული შარდი ურობილინის კვლევას ითხოვს. ამ დროს ჰემოგლობინი იშლება. უფრო ყვითელი შარდი-ურობილინისგანაა. ჰემოგლობინში ცილოვანი და არაცილოვანი განყოფილებებია. ცილოვანი მონაკვეთი ესაა გლობინები. ისინი მოქმედებენ ამინომჟავების რეაქციაზე. არაცილოვან მონაკვეთში ჰემია. აქედან მიიღება ბილირუბინი. თუ ნაწლავთა არამყარი მოქმედება ანუ კუჭის აშლა გახანგრძლივდა და მოყვითალო ფერი მიიღო ფეკალიამ, ამ დაავადებებიდან ერთი მაინცაა——-კოლიტი, წყლული, ციროზი, პანკრეატიტი, ენტერიტი.
მაღალი კლასის კოსმეტოლოგიაში ——ქრომოთერაპია ყვითელი ფერით ———-კანს წმენდს ტოქსიკური შლაკებისგან და მავნე ნივთიერებისგან; ცხიმოვანი ჯორკვლების დაზიანებულ ფუნქციებს უკეთესს ხდის.
აბა დააკვირდით მედიკამენტებს, რომლითად ღვიძლის დეტოქსს ვაკეთებთ ინფუზური თერაპიის დროს. ისინი როცა გამხსნელ სითხეში გაიხსნება კაშკაშა ყვითელი არიან.
ზომიერება და ბალანსი ჯანმრთელობის ფუძეა. ყვითელი ფერის გარეშე ნაკლები სიცოცხლეა.
ექიმი მარინა ტოტოჩავა