[…] საქართველოს სიძლიერე არის არა რუხ ფერებში გამოწყობილ ერთპარტიულ მონოტონობაში, არამედ მრავალპარტიულობაში, მრავალხმიანობაში, მრავალფეროვნებაში, ადამიანების ურთიერთპატივისცემაში, განსხვავებულთა ერთობაში, ერთად შემოქმედებაში და ეს არის სწორედ მრავალპარტიული დემოკრატია, ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და ეს კოალიცია, ეს ახალი ერთობა სწორედ ამის ნიშანია. ჩვენ შორის შეიძლება ბევრი განსხვავება იყოს, მაგრამ ფუნდამენტური ფასეულობები, ის ხედვა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ვითარების, არის საერთო და ეს ფუნდამენტი არის ძალიან მყარი.
საქართველოში იწყება ახალი ეპოქა, ქართველი ხალხი მოითხოვს ცვლილებებს და გვაქვს ამბიცია, რომ ვიქნებით ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედები. აქ შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ აკეთონ თავისი საქმე, არ ეშინიათ ბრძოლის და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ამაზე კარგ პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს თქვენ საქართველოში ვერ ნახავთ. იყავით ჩვენ გვერდით, ვიბრძოლოთ ერთად. არ შეგვეშინდეს, არ დაგვეზაროს, არ დავიღალოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.” –
ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ