2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 6,435 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა. აქედან, ყველაზე მეტი 2,754 ტონა პროდუქტი პოლონეთიდან შემოვიდა. 2,510 ტონა თურქეთიდან, 675 ტონა კი, ბრაზილიიდან.
,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, ვინ ფლობს Top-10 კომპანიას, რომელმაც მიმდინარე წელს, საქართველოში ყველაზე მეტი შაქარი შემოიტანა:
- შპს ,,L-ჯორჯია” – წილის 60%-ს თამარ როყვა ფლობს, 30%-ს დავით ფუტკარაძე, 10%-ს კი, გიორგი გაგუა. კომპანია 2004 წელს დარეგისტრირდა.
- შპს ,,მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია” („კარფური“) – წილის 100%-ს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტსი“ ფლობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია რეგისტრირებული.
- შპს ,,ჯდ თრეიდი” – კომპანიის წილის 66.7%-ს დავით ოსეფაშვილი ფლობს. 22.2%-ს ანა ვაჩეიშვილი, 11.1%-ს კი, ვაჟა ფარულავა. კომპანია 2016 წელს არის რეგისტრირებული.
- სს ,,იბერია რეფრეშმენტსი” – სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან : თამჯდომარე – რაიმონდ ჯონ პოლ ჰეიზლი, რომელიც ირლანდიის მოქალაქეა. თავმჯდომარის მოადგილე/წევრი – ენტონი ბანკერი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა. არამ პეტროსიანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. გაგიკ არზუმანიანი სომხეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალქე სუჰაილ ა.დ. ზაინელდეენი.
- შპს დაფნა – წილის 100%-ს აზერბაიჯანში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ანადოლუ ინვესთმენთ კომპანი“ ფლობს. კომპანია 2009 წელს დარეგისტრირდა. შპს დაფნასთან 2011-2014 წლებში 4 კომპანიის შერწყმა მოხდა. ესენია: შპს სამგორი-2100, შპს ჰა, შპს სუგრა, შპს ლილო თრეიდინგ კომპანი.
- შპს ,,აგარის შაქრის კომპანია” – წილის 51%-ს „ანატოლია თრეიდ კომპანი“ ფლობს, 16.3% ნირეზოუნ-საქართველო, 24.4%-ს ნივერსალ კაპიტალ გრუპი, 8.1%-ს კი, ანატოლია ჰოლდინგ კომპანი ლიმიტედი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროშია რეგისტრირებული. კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა.
- შპს ,,ბუმ გრუპი” – 100%-ს ფლობს სააქციო საზოგადოება ,,ქვეში”. დიექტორები კი, გიორგი გოდერძიშვილი და რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, მიხეილ ხონელიძე არიან.
- შპს ,,ჰავი ლოჯისტიკს” – წილის 100%-ს გერმანიაში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰავი გლობალ ლოჯისტიქსი“ ფლობს. კოპანია 2019 წელს დაფუძნდა. ,,ჰავი ლოჯისტიკს” 3 დირექტორი ჰყავს – გერმანიის მოქალაქე, ქრისტიან ნოვაკი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ალექსეი კაშირინი და – ნატალია ტიხონოვა.
- შპს ,,ექსპორტ +” – კომპანიის წილის 100%-ს არჩილ მხეიძე ფლობს. რეგისტრაციის თარიღი კი, 2014 წელია.
- შპს ,,თიკო” – კომპანია 2013 წელს დარეგისტრირდა. წილის 100% კი, როინ აბაშიძის კუთვნილებაა
ინფორმაციისთვის, კომპანიების რიგითობა შემთხვევითობის პრინციპით არის დალაგებული და არ არის იმპორტის მოცულობასთან კორელაციაში. (წყარო – საქსტატი).